მათემატიკა მე-5 კლასი
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის
N 1 საჯარო სკოლა
მასწავლებელი
|
ნარგიზ კახაძე
|
საგანი
|
მათემატიკა
|
კლასი
|
მე-5
(დაწყებითი საფეხური)
|
რიცხვი
|
21.05.2019
|
თემა
|
სამკუთხედი
|
დრო
|
45
წთ
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
25
|
გაკვეთილის მიზანი
|
მოსწავლემ შეძლოს სამკუთხედებისა
და სამკუთხედის ელემენტების გარჩევა და სწორად
დასახელება.
მითითების მიხედვით შესაბამისი
ნახაზის შესრულება.
სამკუთხედის ელემენტებს შორის მიმართებების დანახვა.
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
|
მათ.V.8.მოსწავლეს შეუძლია ფიგურებს
შორის და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø
1.ახდენს სამკუთხედების
კლასიფიკაციას მისი კუთხეების მიხედვით (ბლაგვკუთხა,მართკუთხა,მახვილკუთხა);
Ø
|
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები
|
·
საერთო საკლასო
·
ინდივიდუალური მუშაობა
·
ჯგუფებში მუშაობა
|
გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები და სტრატეგიები
|
·
ჯგუფებში მუშაობა;
·
კითხვა-პასუხი;
·
პრეზენტაცია;
·
დამზადებულ სამკუთხედებზე მუშაობა;
|
სასწავლო მასალა და რესურსი
|
·
მოსწავლის წიგნი;
·
სახაზავი;
·
უბრალო ფანქარი;
·
სტიკერები;
·
თაბახის ფურცელი;
·
მუყაოს ფურცლებისაგან დამზადებული სხვადასხვა ზომის სამკუთხედები
·
დაფა,ცარცი,კალამი,რვეული ,თვალსაჩინოებები,კომპიუტერები.
|
წინარე ცოდნა
|
წრეწირი.წრეწირის ცენტრი,რადიუსი.
|
გაკვეთ
ილის თანმიმდევრობა
დროის მენეჯმენტი
|
A ფაზა - გამოწვევა (10 წთ)
დაფაზე მივამაგრებ ფლიპტჩარტზე დაწერილ გაკვეთილის თემას,
მიზანს (დანართი 1, მოსწავლეთა თვითშეფასებას (დანართი 2), ინდივიდუალურს და ჯგუფში
მუშაობის ქცევის წესებს.
აქტ1: საორგანიზაციო საკითხები - 2წთ
აქტ2: დავალების
შემოწმება - 2წთ
აქტ 3: კითხვა პასუხი - გავაშუქებ სლაიდებს (power
point-ში აგებულ გეომეტრიულ
ფიგურებს,კუთხეებს) და წინარე ცოდნის გაქტიურების
მიზნით
ვსვამ კითხვებს:
·
დაასახელეთ
გეომეტრიული ფიგურები;
·
კუთხე რამდენგვარია?
·
დაასახელეთ
კუთხის ელემენტები.
- 6წთ
აქტივობის შედეგი: - მოსწავლეები
გაიხსენებენ გეომეტრიულ ფიგურა კუთხეს, მის ცნობას, დასახელებას და დახაზვას.კუთხის
ელემენტების დასახელებას,მონიშნვას.
B ფაზა
- (18წთ)
აქტ 1: დაფაზე გავაკრავ ფლიპჩარტს,
რომელზეც მექნება გამოსახული გეომეტრიული ფიგურები.ამასთანავე სხვადასხვა ზომის და
ფორმის რამდენიმე სამკუთხედი..მოსწავლეებს
ვთხოვ მოძებნონ სამკუთხედები.დაასახელონ წვეროები,გვერდები.კუთხეები.- 4 წთ
აქტ
2: მოსწავლეს გამოვიყვან დაფასთან,ვთხოვ
ტრანსპორტირის გამოყენებით ააგოს ჯერ მახვილი,შემდეგ ბლაგვი და მართი კუთხეები.ჩემი
დახმარებით აყალიბებენ სამკუთხედების(მარტი,მახვილი,ბლაგვი) განმარტებას,ვაშუქებ
სლაიდებს სადაც მაქვს სხვადასხვა ფერად შეფერილი სამკუთხედები მოსწავლეებს ვთხოვ
დააჯგუფონ და ამოწერონ სამკუთხედები კუთხეების გვარობის მიხედვით,მოსწავლეები აკეთებენ
პრეზენტაციას - 6წთ
აქტ3: მოსწავლეს
ვთხოვ ააგოს დაფაზე ბლაგვი სამკუთხედი,მონიშნოს ელემენტები.მეორე მოსწავლე აგებს
მახვილკუთხა სამკუთხედს,მესამე მართკუთხა სამკუთხედს.ვსვამ შეკითხვას:რამდენი მართი(მახვილი,ბლაგვი)
კუთხე შეიძლება იყოს სამკუთხედში?პასუხიდან გამომდინარე აგებენ სამკუთხედს.ტუ მიპასუხეს
რომ შეიძლება იყოს ორი ბლაგვი კუთხე ვთხოვ ააგოს ნახაზი,გამომდინარე აქედან დაასკვნიან
რომ სამკუთხედში ორი ბლაგვი და ორი მართი კუთხე რ შეიძლება რომ იყოს. კიდევ ერთხელ
ჩამოთვლიან სამკუთხედებს და მის ელემენტებს - 8წთ
აქტივობის შედეგი -სამკუთხედების ჩამოთვლას,აგებას,სამკუთხედის
ელემენტების დასახელებას,მონიშნვას.
C ფაზა -
(17წთ)
აქტ 4: კლასს ვყოფ 5 ჯგუფად.ჯგუფებს მოეთხოვება ციფრული რესურსის
„ვსწავლობთ თამაშით“გამოყენებით შექმნას გეომეტრიული ფიგურების სამკუთხედების,ოთხკუთხედების
გამოყენებით შექმნას ეზოში სახლი,ხეები,ცხოველები.დაასახელონ რომელი ფიგურა რამდენჯერ
გამოიყენეს,უფრო მეტად რომელი სამკუთხედი და ოთხკუთხედი გამოადგათ?ჯგუფები გააკეთებენ
პრეზენტაციას. - 12წთ
აქტ
3: შემაჯამებელი კითხვები:
რა ვისწავლეთ? რამდენგვარი სამკუთხედი შევისწავლეთ?სამკუთხედის სახელს რა განსაძღვრავს?დაასახელეთ
სამკუთხედები. - 2 წთ
აქტივობის შედეგი: - მოსწავლეები განამტკიცებენ ახალ მასალას - 2წთ.
მოსწავლეები
შეავსებენ თვითშეფასების ფურცლებს;
საშინაო
დავალება: - მოსწავლის სახელმძღვანელო- 1წთ
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი შედეგი: გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ სამკუთხედების იდენტიფიცირებას.სამკუთხედის
ელემენტების დასახელებას,მონიშვნას.
|
შეფასება
|
გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებს ვაფასებ განმავითარებელი
კომენტარებით, ვაძლევ რეკომენდაციებს, ვაკვირდები თითოეული მოსწავლის მუშაობას.
|
~
დანართი 1
გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს მ ი ზ ა ნ ი
მოსწავლემ შეძლოს სამკუთხედებისა
და სამკუთხედის ელემენტების გარჩევა,სწორად დაახელება.
მითითებების მიხედვით შესაბამისი
ნახაზის შესრულება
დანართი 2;
1. რა მომეწონა გაკვეთილზე ყველაზე მეტად
------------------------------------------------------------------
2. რა არ მომეწონა გაკვეთილზე
----------------------------------------------------------------------------------
3. რა გავიგე გაკვეთილზე ყველაზე კარგად
--------------------------------------------------------------------
4. რა ვერ გავიგე გაკვეთილზე
------------------------------------------------------------------------------------
Комментарии
Отправить комментарий