შემაჯამებელი კითხვები და პასუხები
III კლასი
შემაჯამებელი კითხვები
1.დაასახელე მოქმედებათა ნიშნები
2.რა არის გამრავლება?
3.დაასახელე გამრავლების კომპონენტები.
4.რას გვიჩვენებს პირველი თანამამრავლი?
5.რას გვიჩვენებს მეორე თანამამრავლი?
6.ჩამოაყალიბე გამრავლების გადანაცვლებადობის კანონი
7.როგორია მოქმედებათა თანმიმდევრობა თუ მრავალმოქმედებიანი
გამოსახულება ფრჩხილებს შეიცავს?
8.რა არის გაყოფა?
9.დაასახელე გაყოფის კომპონენტები.
10.რა არის ნაშთი?
11.ზეპირი გამრავლება.
12.ზეპირი გაყოფა.
შემაჯამებელი კითხვების პასუხები
1.მოქმედებათა ნიშნებია:მიმატება,გამოკლება,გამრავლება და გაყოფა.
2.ერთნაირი შესაკრებების შეკრებას გამრავლება ჰქვია.
3.გამრავლების კომპონენტებია:
I თანამამრავლი.II თანამამრავლი
და ნამრავლი.
4. I თანამამრავლი
გვიჩვენებს რა უნდა შევკრიბოთ.
5. II თანამამრავლი გვიჩვენებს თუ რამდენი შესაკრებია.
6. გამრავლების გადანაცვლებადობის კანონია:თანამამრავლთა
გადანაცვლებით (ადგილების შეცვლით) ნამრავლი
არ იცვლება
7.თუ გამოსახულება ფრჩხილებს შეიცავს I მოქმედება სრულდება ფრჩხილებში,შემდეგ მარცხნიდან მარჯვნივ რომელიც
არის გამრავლება,გაყოფა,მიმატება,გამოკლება
8. გაყოფა არის ტოლ ჯგუფებად დაყოფა (დანაწილება)
9. გაყოფის კომპონენტებია: გასაყოფი (რასაც ვანაწილებთ),
გამყოფი (რამდენ ტოლ ნაწილადაც ვანაწილებთ) და განაყოფი.
10.ნაშთი ეწოდება გამოუყენებულ დარჩენილ რაოდენობას.იგი
გამყოფზე ნაკლებია
მაგ.13:3=4 ნაშთი1
1 ნაკლებია 3-ზე
Комментарии
Отправить комментарий