მათემატიკის კლუბი


სალიბაურის N1 საჯარო სკოლის

მათემატიკის კლუბის

,,მარტივი ლოგიკა და მათემატიკა“-ს

წესდება





1. ზოგადი დებულებები

1.1 სსიპ ხელვაჩაურის რაიონის, სალიბაურის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის მოყვარულთა კლუბი ,,მარტივი ლოგიკა და მათემატიკა“ არის სკოლის ბაზაზე შექმნილი, საერთო ინტერესებისა და მოტივაციის მქონე მოსწავლეთა გაერთიანება.

1.2 კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით და თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე.

1.3 კლუბს აქვს სახელი, ლოგო, დევიზი.

1.4 კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო. ხელვაჩაური რაიონი სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლა

2. კლუბის მიზნები და ამოცანები

2.1 ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მათემატიკის პოპულარიზაციას,  მათემატიკური, ლოგიკური და სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას;

2.2 გაზარდოს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მათემატიკაში;

2.3 მოსწავლეებს საშუალება მისცეს აღმოაჩინონ და განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები;

2.4 მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ ინდივიდუალური, წყვილური და ჯგუფური მუშაობის გამოცდილება.  

2.5 მოსწავლეებს განუვითარდეთ პრეზენტაციის უნარი;

2.6 განუვითარდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა;

2.7 ხელი შეუწყოს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, შეძლოთ საკუთარი შესაძლებლობების გაანალიზება და სამომავლო მიზნების დასახვა;

2.8 გახდნენ უფრო მოტივირებულნი, ორგანიზებულნი, მიზანდასახულნი და აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში;

2.9 კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

3. კლუბში გაწევრიანება

3.1კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;

3.2 კლუბის წევრი შეიძლება იყოს სალიბაურიs N1 საჯარო სკოლის IV-VI კლასების; ნებისმიერი მოსწავლე ვისაც სურვილი აქვს;

3.3 მოსწავლეთა მიღება კლუბში ხდება შესაბამისი განაცხადის შევსების საფუძველზე.

3.4 განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მოსწავლისთვის.

3.5 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

3.6 კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებსა და სკოლის დამთავრების შემდეგ.

4. კლუბის მუშაობის წესი:

4.1 კლუბი მუშაობას იწყებს 2019 წლის ოქტომბრის თვეში. კლუბის მეცადინეობა იმართება კვირაში ერთხელ, ერთი სამუშაო შეხვედრა გრძელდება არანაკლებ 2 საგაკვეთილო საათი. საკლუბო მუშაობა კი გრძელდება სასწავლო წლის დასასრულამდე.

4.2 კლუბის მეცადინეობაზე ხდება სახალისო, ლოგიკური ამოცანების ამოხსნა ინდივიდუალურად, წყვილებში და ჯგუფურად.

5. კლუბის სამუშაო პერიოდი

ა) კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სასწავლო სემესტრებს

ბ) კლუბი მუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.

6. კლუბის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები:

·         კლუბის მიერ შემუშავებული წესის დაცვა

·         კლუბში გაერთიანებული მოსწავლეების თანასწორუფლებიანობა

·         ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა

·         ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

7. მოსწავლეთა წახალისება და დასჯის მექანიზმები:

მოსწავლე კლუბში აქტიური და წარმატებული მუშაობისთვის მიიღებს:

·         წლის ბოლოს თითოეული მოსწავლე დაჯილდოვდება სიგელით.

·         მადლობის წერილი მშობელთან

·         განსაკუთრებულ შემთხვევაში მოსწავლე შესაძლოა დაჯილდოვდეს ფასიანი საჩუქრით

·         მოსწავლე სამუშაო შეხვედრის 5-ჯერ არასაპატიო გაცდენისას ამოირიცხება კლუბიდან



მათემატიკის კლუბ  ,,მარტივი ლოგიკა და მათემატიკის“  2019-2020 ს/წ  სამუშაო გეგმა
N
თემა
აქტივობა
შესრულების
დრო
შემსრულებელი
შენიშვნა
1
კლუბის მიზნების და ამოცანების გაცნობა. კლუბის
სახელის შერჩევა
ინდივიდუალური
2019 წლის
9 ოქტომბერი
კურატორი

2
ლოგიკური ამოცანები ჩხირების გამოყენებით.
წყვილებში მუშაობა
2019 წლის
16 ოქტომბერი
კურატორი

3
IQ-ს მსგავსი ამოცანების ამოხსნა
ინდივიდუალური
2019 წლის
23 ოქტომბერი
კურატორი

4
სახალისო, სააზროვნო ამოცანების ამოხსნის ხერხების გაცნობა .
ჯგუფური მუშაობა
2019 წლის 30   ოქტომბერი

კურატორი,

5
შლილებისგან სივრცითი ფიგურების აწყობა
ჯგუფური მუშაობა
2019 წლის
6 ნოემბერი
კურატორი,


6
გეომეტრიული ფიგურები
მუშაობა წყვილებში
2019 წლის
13 ნოემბერი
კურატორი

7
ლოგიკური ამოცანების ამოხსნა.
შეჯიბრი
მუშაობა წყვილებში
2019 წლის
20 ნოემბერი
კურატორი,
კლუბის წევრები

8
სახალისო, ლოგიკური ამოცანების ამოხსნა.
შეჯიბრი
მუშაობა წყვილებში
2019 წლის
27 ნოემბერი
კურატორი,


9
კინგსის ოლიმპიადაზე გამოყენებული ამოცანების ამოხსნა
მუშაობა წყვილებში
2019 წლის
3 დეკემბერი
კურატორი

10
კინგსის ოლიმპიადაზე გამოყენებული ამოცანების ამოხსნა
მუშაობა წყვილებში
2019 წლის
10 დეკემბერი
კურატორი

11
საახალწლო კედლის გაზეთზე მუშაობა
ჯგუფური მუშაობა
2019 წლის
17 დეკემბერი
კურატორი

10
სუდოკუს ამოხსნა
ინდივიდუალური
2020 წლის
21 იანვარი
კურატორი
კლუბური მუშაობა ტარდება ორშაბათობით
11
სუდოკუს ამოხსნა
ინდივიდუალური
მუშაობა
2020 წლის
4 თებერვალი
კურატორი

12
გასვლითი ღონისძიება
ჯგუფური
2020 წლის
11 თებერვალი


13
იაპონური ხატვა
ინდივიდუალური
მუშაობა
2020 წლის
18 თებერვალი
კურატორი

14
იაპონური ხატვა
ინდივიდუალური
მუშაობა
2020 წლის
25 თებერვალი
კურატორი

15
მიმდევრობის გავრცობა
ინდივიდუალური
მუშაობა
2020 წლის
4 მარტი
კურატორი

16
მათემატიკური გამონათქვამების გაცნობა
ინდივიდუალური
მუშაობა
2020 წლის
18 მარტი
კურატორი

17
მინი პროექტი
„სტატისტიკა“
ჯგუფური მუშაობა
2020 წლის
25 მარტი
კურატორი

18
მინი პროექტი
„სტატისტიკა“
პრეზენტაცია
2020 წლის
1 აპრილი
კურატორი

19
გამრავლების მარტივი ხერხების სწავლება, 9-ზე, 11-ზე, 5-ით დაბოლოებულ ორნიშნა რიცხვებზე
ინდივიდულური
2020 წლის
8 აპრილი
კურატორი

20
ზომისა და მასის   ერთეულების გადაყვანა
ინდვიდუალური
2020 წლის
15 აპრილი
კურატორი

21
„ოქროს კვეთა“
ინდივიდუალური
2020 წლის
22 აპრილი
კურატორი

22
სხვა მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი

2020 წლის
6 მაისი
კურატორი

23
ლოგიკური ამოცანების ამოხსნა
მუშაობა წყვილებში
2020 წლის
13 მაისი
კურატორი

24
მათ მიერ მომზადებული ამოცანების ამოხსნა
ინდივიდუალური
2020 წლის
20 მაისი
კურატორი,
კლუბის წევრები

25
მთელი წლის კლუბური მუშაობის შეჯამება
ინდივიდუალური
2020 წლის
27 მაისი
კურატორი

სსიპ სალიბაურის N1 საჯარო სკოლა
განაცხადი კლუბში გაწევრიანების მსურველ მოსწავლისათვის
მსურს გავწევრიანდე მათემატიკის მოყვარულთა კლუბში და აქტიური მონაწილეობა მივიღო მის მუშაობაში. გავეცანი კლუბის წესდებას და ვეთანხმები წესდების პირობებს.

სახელი, გვარი  __________________________________________      კლასი  _________
თარიღი  __________________________
მოსწავლის ხელმოწერა __________________________

კურატორის ხელმოწერა  ____________________________

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

მონაცემთა ანალიზი

მათემატიკა მე-5 კლასი