გეომეტრია

საგანი:   მათემატიკა               
მიმართულება:გეომეტრია
თემატური კონტექსტი კომპლექსური დავალების პირობის ჩამოსაყალიბებლად - სახლსა და სკოლაში; როგორები ვართ ჩვენ; ქალაქი და სოფელი; ცხოველთა სამყარო; დედამიწა / წყალი და ხმელეთი;ადამიანის ზეგავლენა გარემოზე; მოგზაურობა.


კლასი: IV
საათების სავარაუდო რაოდენობა:
სკოლა: სალიბაურის #1
პედაგოგი: ნარგიზ კახაძე
სამიზნე ცნება და ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

საკითხი / საკითხები
საკვანძო შეკითხვა / საკვანძო შეკითხვები
კომპლექსური დავალება / დავალებები
სივრცული ფიგურები: პრიზმა, კონუსი, ცილინდრი
დაასახელეთ და ავღწერეთ სივრცითი გეომეტრიული ფიგურები.

როგორ გავაკეთოთ სივრცითი გეომეტრიული ფიგურების მოდელები.


1.       გეომეტრიული ობიექტები
·         ჩვენს გარშემო და გარემომცველ ბუნებაში არსებულ უამრავ საგანს გეომეტრიული ფიგურების ფორმა აქვს;
·     გეომეტრიული ფიგურები ერთმანეთისგან განირჩევიან თვისებრივი და რაოდენობრივი ნიშნებით -ფორმით, ზომით.





















































2.       ზომადაგაზომვისსაშუალებები
·   გაზომვის შედეგები მხოლოდ იმ შემთხვევაშია ზუსტი, თუ გაზომვა სტანდარტული ერთეულებით და სტანდარტული ხელსაწყოებით ხორციელდება.















3.       ორიენტირებასივრცეში, კოორდინატებიდამათიგამოყენება.
·   მოცემული ადგილმდებარეობის გეგმები და მარტივი სქემები სიბრტყეზე ორიენტირების საშუალებებია.


აქტივობა / აქტივობები:

ციფრული რესურსის „ვსწავლობთ თამაშით“ გამოყენებით გეომეტრიული ფიგურების მეშვეობით დახატავენ სახლს, ხეებს, ბუჩქებს, მზეს. დაასახელებენ, რომელი გეომეტრიული ფიგურები გამოიყენეს.
დახატავენ  რვეულში სივრცულ ფიგურებს: პრიზმა, კონუსი, ცილინდრი.ჩამოთვალიან და ჩაწერენ მათ რაოდენობრივ ნიშნებს ( რამდენი წიბო, წვერო , წახნაგია). ააგებენ  და ჩაწერენ მონაცემებს ცხრილში.
ფერადი ფურცლების და ჩხირების გამოყენებით შექმენიან პრიზმის, ცილინდრის და კონუსის მოდელებს.





ციფრული რესურსის „ვსწავლობთ თამაშით“ გამოყენებით გეომეტრიული ფიგურების მეშვეობით დახატეთ სახლი, ხეები, ბუჩქები, მზე. დაასახელეთ, რომელი გეომეტრიული ფიგურები გამოიყენეთ.
დახატეთ  რვეულში სივრცული ფიგურები: პრიზმა, კონუსი, ცილინდრი.ჩამოთვალეთ და ჩაწერეთ მათი რაოდენობრივი ნიშნები ( რამდენი წიბო, წვერო და წახნაგი აქვს თითოეულ ფიგურას).  ჩაწერეთ მონაცემები ცხრილში.
ფერადი ფურცლების,პლასტენინის და ჩხირების გამოყენებით შექმენით პრიზმის, ცილინდრის და კონუსის მოდელები.
რესურსები
შეფასების კრიტერიუმები

ციფრული რესურსი,რვეული,სახელმზღვანელო,პლასტენინი,ფერადი ფურცლები,ჩხირები


·         გეომეტრიული ფიგურების ( სივრცული) ამოცნობა, აღწერა და  კლასიფიკაცია.
·         სივრცული ფიგურების გრაფიკული გამოსახულებებისა და მოდელების შექმნა.
საკითხი / საკითხები
საკვანძო შეკითხვა / საკვანძო შეკითხვები
კომპლექსური დავალება / დავალებები
სივრცული ფიგურის ელემენტთა ურთიერთგანლაგება: მოსაზღვრე და არამოსაზღვრე წახნაგები, თანამკვეთი და არათანამკვეთი წიბოები;
რას ეწოდება მოსაზღვრე და არამოსაზღვრე წახნაგები, თანამკვეთი და არათანამკვეთი წიბოები?
აქტივობა / აქტივობები:

დახატავენ  რვეულში სივრცულ ფიგურებს, წვეროებს დაარქმევენ სახელებს დააკვირდებიან ნახატს და დაასახელებენ მოსაზღვრე და არამოსაზღვრე წახნაგებს. ასევე დაასახელებენ თანამკვეთ და არათანამკვეთ წიბოებს.
ფერადი ფურცლების,პლასტენინის,ჩხირების გამოყენებით შექმნიან პრიზმის,  მართკუთხა პარალელეპიპედის და ა. შ. მოდელებს და დაასახელებენ მოსაზღვრე და არამოსაზღვრე წახნაგებს. ასევე დაასახელებენ თანამკვეთ და არათანამკვეთ წიბოებს.



დახატეთ  რვეულში სივრცული ფიგურები, წვეროებს დაარქვით  სახელები დააკვირდით ნახატს და დაასახელეთ მოსაზღვრე და არამოსაზღვრე წახნაგები. ასევე დაასახელეთ თანამკვეთ და არათანამკვეთ წიბოები.
ფერადი ფურცლების,პლასტენინის და ჩხირების გამოყენებით შექმენით პრიზმის,  მართკუთხა პარალელეპიპედის და ა. შ. მოდელები და დაასახელეთ მოსაზღვრე და არამოსაზღვრე წახნაგები. ასევე დაასახელეთ თანამკვეთ და არათანამკვეთ წიბოებ.
რესურსები
შეფასების კრიტერიუმები

რვეული,ფანქარი,სახაზავი,პლასტენინი,ფერადი ფურცლები,ჩხირები.
·         გეომეტრიული ფიგურების ( სივრცული) ამოცნობა, აღწერა და  კლასიფიკაცია.
·         სივრცული ფიგურების გრაფიკული გამოსახულებებისა და მოდელების შექმნა.

საკითხი / საკითხები
საკვანძო შეკითხვა / საკვანძო შეკითხვები
კომპლექსური დავალება / დავალებები
მრავალკუთხედის  პერიმეტრი;
როგორ გამოვთვალოთ და ჩავწეროთ  მრავალკუთხედის პერიმეტრი.
აქტივობა / აქტივობები:

დახატავენ საშინაო დავალების რვეულში მრავალკუთხედს ( ხუთკუთხედი).  სახაზავის გამოყენებით გაზომავენ გვერდებს მიღებულ შედეგებს შეკრებენ. ჩაწერენ რვეულში  რიცხვით გამოსახულებას და ჩამოაყალიბებენ წესს                ( მრავალკუთხედის პერიმეტრი გვერდების სიგრძეთა ჯამის ტოლია).
გამოჭერიან ფერადი ფურცლებიდან ოთხკუთხედ  სახაზავით  გაზომავენ გვერდებს მიღებულ შედეგებს შეკრებენ. ჩაწერენ რვეულში  რიცხვით გამოსახულებას და ჩამოაყალიბებენ წესს.


დახატეთ საშინაო დავალების რვეულში მრავალკუთხედი ( ხუთკუთხედი).  სახაზავის გამოყენებით გაზომეთ გვერდების სიგრძეები და მიღებული შედეგები შეკრიბეთ. ჩაწერეთ რვეულში  რიცხვითი გამოსახულება და ჩამოაყალიბეთ წესი  ( მრავალკუთხედის პერიმეტრი გვერდების სიგრძეთა ჯამის ტოლია).
გამოჭერით ფერადი ფურცლებიდან ოთხკუთხედი  სახაზავით  გაზომეთ გვერდები მიღებული შედეგები შეკრიბეთ. ჩაწერეთ რვეულში  რიცხვითი გამოსახულება და ჩამოაყალიბეთ წესი.

რესურსები
შეფასების კრიტერიუმები
ფერადი ფურცლები,მაკრატელი,რვეული,სახაზავი.საწერკალამი
·         მრავალკუთხედის პერიმეტრის გამოთვლა.

საკითხი / საკითხები
საკვანძო შეკითხვა / საკვანძო შეკითხვები
კომპლექსური დავალება / დავალებები
რეალურ ვითარებაში ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღმწერი სქემები
როგორ განვსაზღვროთ საგანთა ორიენტაცია სიბრტყეზე.

აქტივობა / აქტივობები:

ციფრული რესურსის „ვსწავლობთ თამაშით“ გამოყენებით დახატავენ ოთახს და განათავსებენ მასში ნივთებს ( წიგნების კარადას, სავარძელს, მაგიდას და სკამებს)  მათი სურვილის შესაბამისად.  აღწერენ სურათს ორიენტაციის შემცველი სიტყვების  მარჯვნივ– მარცხნივ, წინ  - უკან  გამოყენებით.


ციფრული რესურსის „ვსწავლობთ თამაშით“ გამოყენებით დახატეთ ოთახი და განათავსეთ მასში ნივთები ( წიგნების კარადა, სავარძელი, მაგიდა და სკამები)  მათი სურვილის შესაბამისად.  აღწერეთ სურათი ორიენტაციის შემცველი სიტყვების  მარჯვნივ– მარცხნივ, წინ  - უკან  გამოყენებით.

რესურსები
შეფასების კრიტერიუმები



ციფრული რესურსი
·         რეალურ ვითარებაში ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღმწერი სქემები.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

მონაცემთა ანალიზი

მათემატიკა მე-5 კლასი