"ისწავლე ხალისით"

     საზაფხულო ბანაკი "ისწავლე ხალისით"

    ხუთდღიანი საზაფხულო ბანაკი "ისწავლე ხალისით",სადაც ბავშვები დაუახლოვდებიან მათემატიკას, ხაზვა-ჭრას, შექმნას და გამოთვლა გამოანგარიშებას.
სკოლა/ ბანაკში მოზარდები დროს თანატოლებთან ერთად ატარებენ და თან დამოუკიდებლობას ეჩვევიან. ივითარებენ ახალ უნარებს, გაივარჯიშებენ ლიდერობის ჩვევებს.
     ბანაკის განმავლობაში მონაწილეები გაიგებენ არა მარტო იმას თუ როგორ შეუძლიათ მათემატიკურ საკითხებთან დაახლოება,შეყვარება,არამედ ისინი შეძლებენ აიმაღლონ ცნობიერება და მოტივაცია გაუჩნდეთ მათემატიკის სწავლისადმი.
    გარდა თეორიული მასალის შესწავლისა მონაწილეები შეძლებენ  შესწავლილი თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენებას და ამ ცოდნას შემდეგ გადასცემენ თანატოლებს. იქნება მხიარული მათემატიკური თამაშები. ბანაკში აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობისათვის დაურიგდებათ წამახალისებელი სიგელები.




       საზაფხულო სკოლა-ბანაკი "ისწავლე ხალისით"

      საინფორმაციო        განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ.სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში 2019
წლის 27 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით,13:00 საათიდან 16:00 საათამდე
IV კლასის მოსწავლეებისათვის მოეწყობა საზაფხულო სკოლა ბანაკი.


                   "ისწავლე   ხალისით"

      ბანაკი "ისწავლე ხალისით" მიზანია: ხელი შეუწყოს

  • მოსწავლეთა გააქტიურებას საგანმანათლებლო  და შემეცნებითი მიმართულებით.
  • გაგება/გააზრებასა და ლოგიკური აზროვნების განვითარებას.
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის  ხელშეწყობას.
ბანაკის ხელმძღვანელი მასწავლებელი: ნ.კახაძე

ასაკი-მეოთხე კლასი

დასაწყისი-27:08-31:08 გრძელდება 13:00-16:00

დღე-5




საზაფხულო ბანაკ "ისწავლე ხალისით" სამუშაო

                      პ რ ო გ რ ა მ ა

  1. საუბრები პირად ჰიგიენაზე,უსაფრთხოებაზე.(მინი ლექცია)
  2. გასეირნება სუპერმარკეტში  (თემა სტატისტიკა)
  3. გეომერტიული ფიგურების გამოყენებით ავაგოთ "ჩვენი სახლი","ჩვენი ეზო"(ფერად ფურცლებზე გეომეტრიული ფიგურების აგება, გამოჭრა, ჩაწებება)
  4. მათემატიკური ვიქტორინა(ლოგიკური სავარჯიშოები და ამოცანები)
  5. მათემატიკური შეჯიბრი"იპოვე დამალული რიცხვი"(შეჯიბრება ჯგუფებს შორის)
  6. ჩვენი ეზოს პერიმეტრის და ფართობის გამოთვლა.(დავანაწილოთ მართკუთხედებად, გავზომოთ სიგრძე, სიგანე და გამოვთვალოთ ფართობი)
  7. სივრცული გეომეტრიული ფიგურების აგება, დასახელება წიბო, წვერო, წახნაგის რაოდენობების.
  8. შეჯამება, შეფასება, სიგელების გადაცემა.

         დღის განრიგი

                          27.08.2019
        13:00-მისალმება.
           შევავსოთ სურვილების ხე
         13:30-საუბარი პირად ჰიგიენაზე,უსაფრთხოებაზე.
         14:00-ასფალტზე ხატვა"გეომეტრია ჩვენს ირგვლივ"
        
                         28.08.2019
      13:00-მისალმება.საუბარი წინა დღის შთაბეჭდილებებზე.
      13:30-გასეირნება  "სუპერმარკეტში". 
      14:30-"ხელმარჯვე ოსტატი"ანიმაციური ფილმის ნახვა.

                       29.08.2019
       13:00-მისალმება.წინა დღეს ნანახი ანიმაციური ფილმის განხილვა.
       14:00-სტატისტიკური მონაცემების დამუშავება,ცხრილის და დიაგრამის აგება.
         მიღებული ნამუშევარის პრეზენტაცია.
       15:30-მათემატიკური ვიქტორინა"ყველაზე სწრაფები"

                       30.08.2019
        13:00-მისალმება.საუბარი წინა დღის შთაბეჭდილებებზე.
        13:30-ვიპოვოთ ჩვენი ეზოს პერიმეტრი და ფართობი.
        15:00-ვინ უფრო სწრაფი?იპოვე დამალული რიცხვი.

                       31.08.2019
           13:00-მისალმება.საუბარი წინა დღის შთაბეჭდილებებზე.
            13:30-გეომეტრიული სივრცული ფიგურების აგება ჩხირების.პლასტენინის და     
              ფერადი ფურცლების გამოყენებით.ნამუშევრების გამოფენა.
            15:00-შეჯამება,შეფასება,სიგელების დანაწილება."ჩემი შთაბეჭდილებები"
           გამსვლელი ბარათების შევსება.


                  მშობლის  განცხადება.

                                                          ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ.სალიბაურის N1
                                                         საჯარო სკოლის დირექტორს
                                                          ქალბატონ მზიური შავაძეს
                                                        ამავე სკოლის IV კლასის მოსწავლის   ----------------------
                                                         მშობლის   -----------------------------------------------

            გ     ა     ნ    ც    ხ   ა   დ    ე   ბ    ა

  ქალბატონო მზიური
  ჩემს შვილს ------------------------------------  სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს თქვენი სკოლის 5 დღიან საზაფხულო სკოლა/ ბანაკში "ისწავლე ხალისით",რომელიც ხორციელდება თქვენი სკოლის მასწავლებლის ნ.კახაძის ხელმძღვანელობით.
გთხოვთ,გაითვალისწინოთ ჩვენი სურვილი და მიიღოთ ჩემი შვილი აღნიშნულ ბანაკში.
                                                                                            განმცხადებელი:----------------------


            საინფორმაციო ანკეტა მშობლისთვის 

                             (ბანაკის დაწყებამდე)

1.გაქვთ თუ არა სურვილი შეიქმნას სალიბაურის N1საჯარო სკოლაში 5 დღიანი საზაფხულო  სკოლა/ბანაკი დღის 13:00 საათიდან 16:00საათამდე.
                  დიახ.                                                   არა.
2.გაქვთ თუ არა სურვილი თქვენმა შვილმა მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ "საზაფხულო სკოლა/ბანაკში" რომლის ხელმძღვანელიც არის ნ.კახაძე
                 დიახ.                                                        არა.
3."საზაფხულო სკოლა/ბანაკის მიზანი
  • მოსწავლეთა გააქტიურება საგანმანათლებლო და შემეცნებითი მიმართულებით.
  • გაგება/გააზრება და ლოგიკური აზროვნების განვითარება
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა.
მიგაჩნიათ თუ არა,რომ ზემოთ ჩამოთვლილი  მიზნები ხელს შეუწყობს თქვენს შვილს,რომ ხუთ დღეს გაატარებს შინაარსობრივად და საინტერესოდ.

                  დიახ.                                                      არა.

  • თქვენი მოლოდინები.-------------



გამოყენებული ლიტერატურა და ელ.მისამართები

სახალისო ამოცანები-ე. მაჩიტაძე,ბ. შიოშვილი.
დიდაქტიკური თამაშობანი-მ.გორდელაძე.
სახალისო მათემატიკა-www.aura.ge ლოგიკური ამოცანები და სავარჯიშოები.

       

                         ს    ი     გ    ე    ლ    ი  

                      ე     ძ   ლ   ე  ვ   ა

-------------------------------------------------------------------------------------------------------

2019 წელს საზაფხულო სკოლა/ბანაკ "ისწავლე ხალისით"

             მ ო ნ ა წ ი ლ ე ო ბ ი ს ა თ ვ ი ს

სკოლის დირექტორი:                                              /მ.შავაძე/


სკოლა/ბანაკის ხელმძღვანელი:                                    /ნ.კახაძე/



საზაფხულო სკოლა/ბანაკ "ისწავლე ხალისით" შეფასების

     ანკეტა      ბავშვებისათვის.

1.იყო თუ არა ხელმისაწვდომი და დროული საზაფხულო ბანაკის შექმნის შესახებ ინფორმაცია?
                           დიახ.                                                                    არა.
2.თვლით თუ არა,რომ ბანაკის  "ისწავლე ხალისით"საქმიანობა და აქტივობები საინტერესო და სასარგებლო იყო თქვენთვის?
                            დიახ.                                                                   არა.
3.იყო თუ არა სკოლა/ბანაკ "ისწავლე ხალისით"მასწავლებლის მხრიდან კეთილგანწყობილი და მეგობრული,უსაფრთხო გარემო?
                               დიახ.                                                                   არა.
4.სკოლა/ბანაკი "ისწავლე ხალისით"იყო თუ არა თქვენთვის მრავალმხრივი განვითარებისათვის ხელშემწყობი?როგორ ფიქრობთ რატომ?
                     

            

















































      














Комментарии

Популярные сообщения из этого блога

მონაცემთა ანალიზი

მათემატიკა მე-5 კლასი