პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
საკვლევი თემა:
„ რატომ
უჭირთ მოსწავლეებს გეომეტრიული ფიგურის
ფართობის გამოთვლა
და სხვადასხვა ერთეულებში
წარმოდგენა.“
კვლევის ავტორი:
ქ. ბათუმის
სალიბაურის N=1 საჯარო სკოლის
მათემატიკის მასწავლებელი: ნარგიზ
კახაძე
2018-2019 წელი
სარჩვი
1. შესავალი.........................................................................3
2. კვლევის მიზანი............................................................4
-კვლევის კითხვები......................................................4
- კვლევის მეთოდები...................................................4
- საკვლევი პრობლემის
მიზეზები...........................5
- სამიზნე ჯგუფის
შერჩევა........................................5
3. ფოკუს-ჯგუფი
მოსწავლეებთან.................................6
- მოსწავლეთა გამოკითხვის
ანალიზი.....................7
4. ინტერვენციების დაგეგმვა.............................................8
5. ინტერვენციების განხორციელება.................................9
6. ინტერვენციების შედეგები
და ანალიზი.................10
7. დიფერენცირებული ტესტი.........................................11
8. დასკვნა და რეკომენდაციები......................................14
9. გამოყენებული
ლიტერატურა.....................................15
10. დანართი
1......................................................................16
შ ე ს ა ვ ა ლ ი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის
სოფელ სალიბაურის N1 სკოლაში
32 მასწავლებელი და 3 სპეც მასწავლებელია.სკოლა კარგად აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით.სკოლას
გააჩნია ვირტუალური ლაბორატორია,“ჭკვიანი დაფა“,დერეფნებში მონიტორები სადაც შუქდება
სკოლის სიახლეები და შემეცნებით გასართობი გადაცემები, გვაქვს სპორტული ინვენტარით
კარგად აღჭურვილი დარბაზი.სკოლა ჩართული იყო საქართველოს დაწყებითი განათლების ( G-PRIED) პროექტში,სადაც აქტიურად ვმონაწილეობდი ,პროექტმა
მომცა არა მარტო სასწავლო-მეთოდოლოგიური და
ვიდეო რესურსები,არამედ ტრენინგები რომლებიც ჩაგვიტარდა პროექტის ფარგლებში ძალიან სასარგებლო იყო და პედაგოგიურ წინსვლაში ძალიან
დამეხმარა,ვიყავი ქოუჩი,ვეხმარებოდი კოლეგებს გაკვეთილების დაგეგმვაში.სკოლა ჩართულია
პროექტ “ახალი
სკოლის მოდელში“.ახალი სკოლის მოდელმა „ვსწავლობთ თამაშით“მოსწავლეებისათვის სწავლისადმი
მოტივაციის ამაღლებაში ძალიან დაგვეხმარა.გაგვიმარტივა მათემატიკური ცნებების და მისი მკვიდრი წარმოდგენების
აქტუალობის მოსწავლეებისადმი გააზრება,კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება კი კიდევ უფრო
ხალისიანს ხდის მათემატიკის გაკვეთილს.
თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლებაში დანერგვამ,ტექნოლოგიების
ყოფაცხოვრებაში აქტიურად გამოყენებამ ცოტათი შეანელა პრაქტიკული
სამუშაოების შესრულების უნარის
განვითარება მოსწავლეებში, მაგალითად , სხვადასხვა ფორმის
ფიგურის ფართობის გამოთვლისა და ერთეულის
სწორად
მორგების საკითხი.ლაზერული აპარატურით
იზომება,როგორც ფიგურის ზომები ასევე ერთ ღილაკზე თითის მიკარებით შეგვიძლია ფართობის,მოცულობის
გამოთვლა,შესაბამისი ერთეულის მორგება. ვერ
უარვყოფთ, რომ ტექნოლოგიების განვითარება
ძალიან დიდი წინსვლაა თანამედროვე
ცხოვრებაში, მარტივად შეგვიძლია
რთული საკითხების გადაწყვეტა,
მაგრამ ფიგურის ფართობის გამოთვლა მე ვფიქრობ, რომ ის
საკითხია, რომელიც ყველას
უნდა შეეძლოს, თითქმის
ყველა პროფესიის ადამიანს
სჭირდება, მითუმეტეს შეიძლება
ზოგჯერ არ გვქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან.
რთულია წარმოსახვით, წარმოდგენით, პრაქტიკული მაგალითების
საკუთარი ხელით შესრულების გარეშე ამა თუ იმ ფიგურის ან უფორმო სხეულის ფართობის გამოთვლა
და სხვადასხვა ექვივალენტურ ერთეულში გადაყვანა.
ყოველწლიური
პრაქტიკა გვიჩვენებს თუ რამდნად საჭიროა კვლევა,დაკვირვება და ანგარიშის შედგენა,რომელშიც
ასახულია მოსწავლეთა ძლიერი და სუსტი მხარეები. ასევე სწავლა სწავლების გაუმჯობესებაზე
ორიენტირებული სტრატეგიების დაგეგმვა.
ლიტერატურის მიმოხილვა
როგორ წარვმართოთ
პედაგოგიური კვლევები?
კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის, სტატიის,
პროექტის სახით. პროფესიულ
კვლევას ატარებენ მკვლევარ-მასწავლებლები სასწავლო
სიტუაციების გაუმჯობესებისა და საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის
მიზნით. მკვლევარია მასწავლებელი
რომელსაც შეუძლია პედაგოგიური საქმიანობის
დროს წამოჭრილი პრობლემის
იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის
გზების ძიება და პოვნა, ახალი იდეების, ინოვაციების,
სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში
დანერგვა.
პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა მარტო სირთულეების გადალახვასთან
კი არ არის საჭირო, არამედ
ახალი იდეების, ინოვაციების
გამოსაცდელად, საკუთარი ძალების
გასაძლიერებლად, საკუთარი ძლიერი
მხარისა და პოტენციალის
აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლადაც.
(mastswavlebeli.ge/?p-281)
დავეთანხმები
ჯეფრი მილსს;
ვაქციოთ სამოქმედო კვლევა
ჩვენი სწავლების ყოველდღიურ
შემადგენელ ნაწილად -შეეცადეთ, დაარწმუნოთ საკუთარი
თავი იმაში, რომ დახარჯული დრო და ენერგია ღირს
მიღებულ შედეგად.
-
გახსოვდეთ, რომ სამოქმედო კვლევა
არის ისეთი პროცესი,
რომლის ჩატარებასაც არ ექნება უარყოფითი
გავლენა თქვენს როგორც
პირად, ასევე პროფესიულ
ცხოვრებაზე.
-
მიმართეთ თქვენს
პროფესიონალ კოლეგებს დახმარებისათვის.
პედაგოგიური
საქმიანობა ძლიერ ჰგავს სამოქმედო კვლევის
ჩატარების საქმიანობას. ნებისმიერ
გაკვეთილზე პედაგოგი როგორც გეგმავს, ახორციელებს და აფასებს
თავის სწავლების მეთოდს,
ამასვე აკეთებს მკვლევარი
პედაგოგი, როდესაც ატარებს
სამოქმედო კვლევას. მკვლევარი
გეგმავს, შეიმუშავებს მიზნებს,
გამოყოფს პრიორიტეტულ სფეროს,
შეიმუშავებს კვლევის მეთოდებს,
ატარებს კვლევას და აფასებს რამდენად
მიაღწია დასახულ მიზნამდე,
ბოლოს არკვევს, რა გავლენას მოახდენს
ჩატარებული კვლევა შემდეგი
საქმიანობისათვის. (სამომედო კვლევა-ჯეფრი ი. მილსი.
Medialcteracy.ge/…/samoqmedo-kvleva-jefri-i-milsi-46.pdf.)
კვლევის მიზანი
მათემატიკის სწავლებასთან
დაკავშირებული პრობლემის დადგენა,
მათი გადაჭრის გზების
განსაზღვრა, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა,
განხორციელება და შეფასება.
სწორედ ზემოთ აღნიშნული
პრობლემის გადასაჭრელად საკვლევ
თემად შევარჩიე სხვადასხვა
ფორმის სხეულის ფართობების
გამოთვლა და ფართობის
ერთეულების სწორად გამოსახვა.
კვლევის კითხვები:
·
რატომ
უჭირთ მოსწავლეებს გეომეტრიული ფიგურის, უფორმო სხეულის ფართობის გამოთვლა?
·
როგორ ვასწავლოთ
ფართობის ერთეულის სხვადასხვა ექვივალენტურ ერთეულებში გადაყვანა?
·
როგორ გავზარდოთ
მოსწავლეებში სწავლის შედეგიანობა
და მოტივაცია?
·
რა ქმედებები
უნდა დაიგეგმოს პრობლემის
მოსაგვარებლად?
·
რომელი ინტერვენციები იქნება
ქმედითი პრობლემის მოსაგვარებლად?
·
როგორ შევაფასო
ინტერვენციების ქმედითობის ხარისხი?
კ ვ ლ ე ვ ი ს მ ე თ ო დ ე ბ ი.
„მკვლევარ-მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კვლევის პროცესში
რაოდენობრივი და თვისობრივი
მეთოდების ერთობლივი გამოყენება
კვლევის სანდოობას და მაღალ ხარისხს
უზრუნველყოფს.“ (სოფო ლობჟანიძე - როგორ წარვმართოთ
პედაგოგიური კვლევები? Mastsavlebeli.ge/?p=281). გადავწყვიტე
გამოვიყენო როგორც თვისობრივი,
ასევე რაოდენობრივი მეთოდები.
·
დამოუკიდებელი სამუშაოს
შემოწმება;
·
პრე-ტესტი;
·
მოსწავლეთა
გამოკითხვა წინასწარ შედგენილი კითხვარით;
·
დიალოგის გამართვა
კოლეგებთან;
·
ინტერვენციები;
·
პოსტ-ტესტი;
·
რეფლექსია;
·
ფოკუს-
ჯგუფი.
ს ა კ ვ ლ ე ვ ი პ რ ო ბ ლ ე მ ი ს მ ი ზ ე ზ ე ბ ი.
·
დაზეპირებული ფორმულებით, გაუაზრებლად
გამოთვლების წარმოება.
·
მოსწავლეთა
ინდივიდუალურობის გაუთვალისწინებლობა
·
ამ თემის
სწავლების შეუთავსებელი ასაკი.
·
მშობლები
ვერ ეხმარებიან.
·
პრაქტიკაში
სათანადოდ ვერ იყენებენ.
·
იშვიათად
იყენებენ.
ს ა მ ი ზ ნ ე ჯ გ უ ფ ი ს შ ე რ ჩ
ე ვ ა.
სამიზნე ჯგუფად
შევარჩიე VI კლასი, რადგან
ამ კლასში მეტად შევნიშნე ეს პრობლემა, დამოუკიდებელი
სამუშაოს შემოწმების დროს გამოიკვეთა,
რომ ფართობის გამოთვლა
( ეს თემა ისწავლება მე-5 კლასშიც.) და ერთეულების სწორად
გამოსახვა მოსწავლეთა დიდ ნაწილს გაუჭირდა.
ფოკუს-ჯგუფი მოსწავლეებთან.
VI კლასის მოსწავლეებში ჩატარებულმა
გამოკითხვამ (დანართი 2) აჩვენა,
რომ მოსწავლეთა საკმაოდ
დიდი ნაწილი ამოცანებს,რომელიც მოითხოვს ფართობის გამოთვლას,ან (გეომეტრიულ ამოცანას) უბრალოდ
გაუაზრებლად იწერს თანაკლასელისაგან. იმ, მიზნით,
რომ უფრო მეტად დამეზუსტებინა, რა საკითხების გადაწყვეტა
და რა ტიპის დავალების
შესრულება უჭირთ მოსწავლეებს.
ჩავატარე
მოსწავლეთა გამოკითხვა-ანკეტირება. მოსწავლეთა მეტი გულწრფელობის მიზნით გამოკითხვა
იყო ანონიმური.
მ ო ს წ ა
ვ ლ ე თ ა გ ა მ ო კ ი თ ხ ვ ი ს ა ნ
ა ლ ი ზ ი. (დანართი 1)
ტესტირების შედეგების
გაუმჯობესების მიზნით კარგი იქნება თუ:
1.
მასწავლებელი წინასწარ
გვამუშავებს ტესტის ანალოგიურ
დავალებებზე.
ვეთანხმები---19, არ ვეთანხმები--8.
2.ამოცანების
დიდ ნაწილში
იყოს ექსპერიმენტი ან ლაბორატორიული სამუშაო შესასრულებელი.
ვეთამხმები - 18, არ ვეთანხმები - 9.
3.ტესტირების კრიტერიუმების
შემუშავებაში ჩაერთვება მასწავლებელთან ერთად მთელი კლასი,
უფრო გაიზრდება მოსწავლეტა
პასუხისმგებლობა.
ვეთანხმები -
14, არ ვეთანხმები
- 13
4.ტესტირების დავალებები
განსხვავებული იქნება დონით და მოსწავლეებს
მიეცემათ არჩევანის საშუალება,
თვითონვე გადაწყვიტონ თუ რომელი კატეგორიიდან
(მარტივი, საშუალო, რთული).
სურთ დავალების შესრულება.
ვეთანხმები
- 14, არ ვეთანხმები - 6, ნაწილობრივ
ვეთანხმები -7.
ი ნ ტ ე რ ვ ე ნ ც ი ე ბ ი ს დ ა გ
ე გ მ ვ ა.
1.
პრობლემური ამოცანების ამოხსნა
ფართობის გამოთვლაზე.
2.
მუშაობა საზომი
ერთეულების გადაყვანაზე
3.
პრაქტიკული სამუშაო -
სკოლის ეზოს ფართობის
გამოთვლა
4.
პრაქტიკული სამუშაო-
ყვავილების გაზონის ფართობის
გამოთვლა სკოლის ეზოში.
5.მოსწავლეებთან ერთად შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბება.
6.ტესტირების
დროის განსაზღვრა.
7.ბლუმის
ტაქსონომიის სხვადასხვა სააზროვნო დონეზე გათვლილი მრავალფეროვანი დავალებების ზომის
ერთეულებზე და ფართობის გამოთვლაზე,ექვივალენტური ერთეულების პოვნაზე დავალებების შედგენა.
4.ყოველ
გაკვეთილზე ფრონტალური კითხვების დასმა ზომის ერთეულებზე,მათ თანაფართობებზე 8-10 წთ-ის
განმავლობაში.
5.ტესტირების
ჩატარებამდე პრეტესტის ჩატარება კვირაში ერთხელ
განმავითარებელი შეფასებით.
6.პრეტესტის
ჩატარებისთანავე მყისიერი უკუკავშირი- ნამუშევრის განხილვა ძლიერი და სუსტი მხარეების
განზოგადებით.
ი ნ ტ
ე რ ვ ე ნ ც ი ე ბ ი ს გ ა ნ ხ ო რ ც ი ე ლ ე ბ ა.
·
შევარჩიე რამდენიმე
ტიპის ამოცანა ფართობის
გამოთვლაზე და განვიხილეთ
დაფასთან.
·
დავიწყე ყოველ გაკვეთილზე ფრონტალური კითხვების დასმა
ზომის ერთეულებზე რასაც ვანდომებდი 8-10 წუთს.
·
ჩავატარეთ პრაქტიკული
სამუშაო - გავზომეთ და გამოვთვალეთ სკოლის
ეზოს ფართობი.
·
ჩავატარეთ პრაქტიკული
სამუშაო - გავზომეთ და გამოვთვალეთ სკოლის
ეზოში არსებული ყვავილების
გაზონის ფართობი.
·
მოსწავლეებთან
ერთად შევადგინე შეფასების კრიტერიუმები.
·
ტესტების
შედგენის დროს გავითვალისწინე მოსწავლეთა სურვილებისა და რჩევების
გათვალისწინებით.
·
პრეტესტის
ჩატარების შემდეგ მოსწავლეების ნამუშევრის განხილვის და უკუკავშირის შემდეგ უფლება ჰქონდათ თავიანთი
ნაშრომების სახლში წაეღოთ.გადაეხედათ ჩაესწორებინათ.
·
პრეტესტირების შემდეგ ჩავატარე ტესტირება პრეტესტზე მიწოდებული დავალების
ანალოგიური დავალებები.
ი ნ ტ ე რ ვ ე ნ ც ი ი
ს შ ე დ ე გ ი-ა ნ ა ლ ი ზ ი
ამ ყველაფრის გათვალისწინების შემდეგ თვის ბოლოს ჩატარებული
ტესტირების შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
შედეგი ასეთია:
·
„10“ დაიმსახურა 4-მა მოსწავლემ
·
„9“ დაიმსახურა 5 -მა
მოსწავლემ
·
„8“ დაიმსახურა 8 მოსწავლემ
·
„7“ დაიმსახურა 6-მა მოსწავლემ
·
„6“-„5“ დაიმსახურა
4-მა მოსწავლემ.
აღნიშნული შედეგი გაცილებით მაღალია ( ლურჯი დიაგრამა)
ვიდრე სასწავლო წლის დასაწყისში ჩატარებული
ტესტირების შედეგები.( ყავისფერი დიაგრამა)
შერჩეული დიფერენცირებული კითხვებიდან „ძლიერი“, „საშუალო“,“სუსტი“
თვის ბოლოს მოსწავლეთა უმეტესობა „ძლიერ“ ბარათებს
ირჩევდა.
დ ი ფ ე რ ე ნ ც ი რ ე
ბ უ ლ ი ტ ე ს ტ ი.
ტესტის შესრულების მიხედვით მოსწავლეები ან ართულებდნენ
ან კიდევ ამარტივებდნენ შესასრულებელ სამუშაოს ზოგიც კიდევ სტაბილურად ერთნაირი სირთულის
დავალებებს ირჩევდა და ასრულებდა სრულად.იმ მოსწავლეებთან რომლებსაც სირთულეების შიში
ქონდათ,ინდივიდუალურად გავესაუბრე და ვკითხე რატომ არ უნდა სცადოს,ეს სამუშაო ხომ მას
კარგად აქვს შესრულებული.რომ სიძნელეებთან
გამკლავება უნდა შეძლოს და არა შეშინება,შერჩეული ტესტიდან ჩემი დახმარებით აკეთებდა
ზეპირი მსჯელობით.რა გიშლის ხელს რომ იგივე ფურცელზე დაწერო?.ამის შემდეგ მოსწავლეები
ითვალისწინებდნენ ჩემს რჩევას და უკეთესი შედეგიც ქონდათ.
ის რომ მოსწავლეები თავად ირჩევდნენ სამუშაოს (უფორმო
ფიგურას თუ ჩვეულებრივ გეომეტრიულ ფიგურებს, SI სისტემის ერთეულებს თუ ექვივალენტურ
ერთეულებს) სირთულის ხარისხს თავიანთი მომზადების
დონისა და შესაძლებლობების მიხედვით,რაც კიდევ
უფრო უწყობდა ხელს უარყოფით ემოციებისგან განთავისუფლებას და ცოდნისა და უნარჩვევების
მაქსიმალურად წარმოჩენას.
დიფერენცირებული ტესტირების
შედეგი ასეთია:
„10“ ქულა -
3 მოსწავლე
„9“ ქულა
- 5 მოსწავლე
„8“ ქულა - 8 მოსწავლე
„7“ ქულა
- 7
მოსწავლე
„6“ ქულა -
4 მოსწავლე
„1-4“ ქულა
- 0 მოსწავლე
მიუხედავად იმისა,რომ ტესტირების შემდეგ მაღალი ქულები
არც თუ
ისე ბევრ მოსწავლეს
მიუღია, მაინც ვთვლი,რომ შედეგზე გავედით რადგან საშუალო ქულების რაოდენობა
მაღალია.არ დაფიქსირებულა არც ერთი არადამაკმაყოფილებელი შეფასება.რაც ერთგვარი სტიმულის
მიმცემი გამოდგა მოსწავლეებისათვის, „მარტივი“კატეგორიის დავალებით საშუალო სიძლიერის
მოსწავლეებმა „კარგი“ და „მაღალი“ შეფასება დაიმსახურეს და მათში გაიზარდა მოტივაცია.
დიფერენცირებულ სამუშაოს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი
მხარეები აქვს.უარყოფითი,რომ მოსწავლეებმა თავი აარიდეს „რთული“კატეგორიის სამუშაოს
არჩევას. ამისათვის შემოვიღე „თვის ნიჭიერის“ ტიტული. ეს ტიტული გადაეცა იმ მოსწავლეს ვისაც ქონდა წინსვლა.ესეც
ერთ ერთი მოტივაცია გამოდგა იმ მოსწავლეებისათვის ვინც აარიდა თავი უფრო რთულ ტესტებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ საკმაოდ რთული და შრომატევადი გამოდგა ასეთი ტესტირების ჩატარება.სხვადასხვა სირთულის
დავალების მოძიება,შედგენა შედარებით მეტ დროს მოითხოვს.მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით ცოტათი გავიადვილე სამუშაო.დავბეჭდე ტესტები რომლის ამობეჭდვა ნებისმიერ
დროს შეიძლება და ეს მრავალჯერ გამეორების საშუალებას მაძლევს.ნამუშევრის გასწორებაშიც
თვითონ მოსწავლეები მეხმარებიან,სწორი პასუხი „+“ -ით ფასდება შეცდომა „_“ -ით. ყველა
პლიუსი მათი მოტივაციაა.დაითვლიან პლიუს - მინუსს და ნაშრომის ბოლოს საკუთარ თავს ღიმილებს
უხატავენ.გაცინებული და მოწყენილი ღიმილი მათი არჩევანია..
დიფერენცირებული ტესტირება შეიძლება ჩავატაროთ სემესტრის
განმავლობაში მაქსიმუმ სამჯერ,მათ შორის ვატარებდი ტესტირებას რომელშიც შერჩეული სამუშაოსთან
ერთად მათთვის ნაცნობი ტესტების ცოტა შეცვლილი ვარიანტები იყო,ეს კი ზრდიდა მოსწავლეთა
მოტივაციას.
დასკვნა
და რეკომენდაციები
ამრიგად,კვლევამ აჩვენა, რომ პრაქტიკული სამუშაოს ჩატარება მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების გათვალისწინებით,
ასევე ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით შექმნილ დავალებებზე აგებული და დიფერენცირებული
თეორიის გამოყენებით დაგეგმილი ტესტირებები ყოველთვის იძლევა სასურველ შედეგს.შესაბამისად
მაღალია მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერაქცია,რაც აისახება ცოდნის დონის გაუმჯობესებაში,მათ
შეფასებებში.
ჩემს კოლეგებს ვურჩევდი რომ, საგაკვეთილო
პროცესის დაგეგმვისას გაითვალისწინონ მოსწავლეთა
ინტერესები და შესაძლებლობები, ხანდახან გამოიყენონ
სწავლების დიფერენცირებული მიდგომა,
მოსწავლეებს მისცენ ამოცანების
სირთულის მიხედვით არჩევანის
უფლება, გეომერტიული ფიგურის ფართობის
ერთეულის,მისი ექვივალენტური ერთეულების,ზომის ერთეულების სწავლების მოსამზადებელი
პერიოდი სწორად შეარჩიონ, ხშირად ჩაატარონ
პრაქტიკული სამუშაოები. ასე, რომ მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინება მნიშვნელოვან
როლს ასრულებს საბოლოო შედეგზე გასვლაში.
კვლევაზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო.გამოიკვეთა
შედეგი რომელიც დიდი ძალისხმევისა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინების შედეგად
იქნა მიღწეული.მოსწავლეთათვის ტესტირება აღარ არის სასჯელი და იციან რომ დღეს თუ იგი
მეორეა ხვალ იქნება პირველი.ჩემი კვლევა გამოადგება კოლეგებსაც,ისინი იხელმძღვანელებენ
ჩემი გამოცდილებით და დაგეგმავენ სწავლის პროცესს,რითაც შევძლებთ მოსწავლეთა საერთო
ცოდნის ხარისხის გაუმჯობესებას.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
1.ვერიკო ხელისუფალი-„პრაქტიკული კვლევა პროფესიული
განვითარებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის“-ჟურნალი maswavlebeli.ge-12.09.2014წ
2.მაია ფირთხაძე-„როგორ მივცეთ მოსწავლეებს დიფერენცირებული
დავალებები „მკვლევარ-მასწავლებელმა
უნდა გაითვალისწინოს, რომ კვლევის პროცესში
რაოდენობრივი და თვისობრივი
მეთოდების ერთობლივი გამოყენება
კვლევის სანდოობას და მაღალ ხარისხს
უზრუნველყოფს.“ (სოფო ლობჟანიძე - როგორ წარვმართოთ პედაგოგიური
კვლევები? Mastsavlebeli.ge/?p=281). maswavlebeli.ge -29.12.2015წ
3.სოფიკო ლობჟანიძე -„როგორ წარვმართოთ პედაგოგიური
კვლევები“ ჟურნალი maswavlebeli.ge 3.05.2012წ
დანართი 1
კ ვ ლ ე ვ ი ს
კ ი თ ხ ვ ა რ ი მ ო ს წ
ა ვ ლ ე ე ბ ი ს თ ვ ი ს
ტესტირების შედეგების გაუმჯობესების მიზნით კარგი იქნება
თუ
1.მასწავლებელი წინასწარ გვამუშავებს ტესტირების ანალოგიურ
დავალებებზე.
ვეთანხმები არ ვეთანხმები
2. ტესტირების ნაწილში თუ იქნება ექსპერიმენტი და ლაბორატორიული სამუშაო
შესასრულებელი.
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
3.ტესტირების კრიტერიუმების შემუშავებაში ჩაერთვება მასწავლებელთან
ერთად მთელი კლასი,ასე უფრო გაიზრდება მოსწავლეთა
პასუხისმგებლობა.
ვეთანხმები არ ვეთანხმები
4.ტესტირების დავალებები განსხვავებული იქნება დონით
და მოსწავლეებს მიეცემა არჩევის საშუალება თვითონვე გადაწყვიტონ თუ რომელი კატეგორიიდან
(„მარტივი“,“საშუალო“და „რთული“) სურთ დავალების არჩევა.
ვეთანხმები, არ ვეთანხმები, ნაწილობრივ
ვეთანხმები.
Комментарии
Отправить комментарий