სამოდელო გაკვეთილი
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის
სოფელ სალიბაურის N 1 საჯარო სკოლა
მასწავლებელი
|
ნარგიზ
კახაძე
|
საგანი
|
მათემატიკა
|
კლასი
|
IV(დაწყებითი
საფეხური)
|
თარიღი
|
28.11.2019
|
თემა
|
გაყოფა ერთნიშნა
რიცხვზე.
|
დრო
|
45 წთ.
|
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
24
|
გაკვეთილის
ტიპი
|
ინოვაციური
|
გაკვეთილის
მიზანი
|
მოსწავლეებმა
შეძლონ ერთნიშნა რიცხვზე წერითი გაყოფა.ხოლო
ორნიშნა რიცხვის ერთნიშნაზე ზეპირი გაყოფა.დააკავშიროს გამრავლება-გაყოფა
ერთმანეთან,როგორც ურთიეთშებრუნებული
მოქმედებები.
სსსმ
მოსწავლე-მიზანი
მოსწავლემ
შეძლოს მანიპულატივების დახმარებით 6-ის 3-ზე,10-ის 2-ზე გაყოფა.შეძლოს მასწავლებლის
დახმარებით გაყოფის და გამრავლების ერთმანეთთან დაკავშირება როგორც ურთიერთშებრუნებული
მოქმედებები
|
ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტი
|
მათ. IV 3 მოსწავლეს
შეუძლია გამრავლება-გაყოფის
მოქმედებების შესრულების რომელიმე ხერხის
გამოყენება.
●
ზეპირად ყოფს ორნიშნა რიცხვს
ერთნიშნაზე,შესაბამის შემთხვევაში ასახელებს განაყოფსა და ნაშთს;ასაბუთებს პასუხს;
●
იყენებს წერით ალგორითმს რიცხვებზე
გამრავლება-გაყოფისმოქმედებათა შესასრულებლად და განმარტავს გამოყენებულ ხერხს(ერთნიშნა
რიცხვზე გაყოფისას);შესაბამის შემთხვევაში უთითებს ნაშთს.
●
გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას,ნაშთით
გაყოფის შემთხვევაში,ახდენს ნაშთის ინტერპრეტაციას,ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით.
|
მოსწავლეთა
ორგანიზების ფორმები
|
●
საერთო საკლასო
●
ინდივიდუალური მუშაობა
●
ჯგუფებში მუშაობა
|
გაკვეთილზე
გამოყენებული ძირითადი მეთოდები და სტრატეგიები
|
●
კითხვა-პასუხი;
●
მანიპულატივებზე მუშაობა;
●
ციფრული ტექნიკის გამოყენება.
●
მოდელზე გაყოფის დემონსტრირება.
|
სასწავლო
მასალა და რესურსი
|
●
მოსწავლის წიგნი
●
მასწავლებლის წიგნი
●
დაფა, ცარცი, კალამი, რვეული, ჯიპრაიდის მანიპულატივები,კომპიუტერი,ფლიფჩარტი.
|
წინარე
ცოდნა
|
გაყოფის,როგორც ტოლ ნაწილებად დანაწილების არსი,ერთნიშნა
რიცხვზე გამრავლება,გაყოფა ნაშთით.
სსსმ.მოსწავლის წინარე ცოდნა:გამრავლების
კომპონენტების დასახელება, იპოვოს 2*3, 3*4, 2*4.2*5
|
გაკვეთ ილის თანმიმდევრობა
დროის მენეჯმენტი
|
A
ფაზა - გამოწვევა (6 წთ)
დაფაზე მივამაგრებ ფლიფჩარტზე დაწერილ გაკვეთილის თემას,
მიზანს, ქცევის წესებს (დანართი 1), მისალმება, სიის ამოკითხვა დავალების შემოწმება-2წთ
აქტ
1:
მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემასა და მიზანს. გონების გააქტიურების
მიზნით დავუსვამ კითხვებს: დავასახელოთ გამრავლების კომპონენტები,რა არის გაყოფა?დავასახელოთ
გაყოფის კომპონენტები.გამრავლება და გაყოფა როგორი მოქმედებებია?
.რა დამოკიდებულებაა განაყოფსა და ნაშთს
შორის? -
4 წთ
სსსმ.აქტ.1.გონების
გააქტიურების მიზნით ვსვამ შეკითხვებს,დაასახელე გამრავლების კომპონენტები.რამდენია
2*3
4*5.
აქტივობის შედეგი: - მოსწავლეებმა გაიხსენეს
გამრავლების და გაყოფის კომპონენტები,გაიხსენეს ნაშთიანი გაყოფა.
სსსმ.აქტივობის
შედეგი:მოსწავლე გაიხსენებს გამრავლების კომპონენტებს,შეასრულებს გამრავლებას.
B ფაზა :- სიღრმისეული
წვდომა - 16 წთ;
აქტ 2: გამოვიყვან ერთ მოსწავლეს
და ვთხოვ რიცხვი 246 დაშალოს ასეულებად, ათეულებად და ერთეულებად.ვალაგებ მაგიდაზე
246 მანიპულატივს,ვთხოვ მოსწავლეს გადაალაგოს ეს მანიპულატივები
ასეულ,ათეულ და ერთეულ გროვებად, დავუსვამ შეკითხვებს
რამდენი ასეულია?
ათეული?ერთეული? ასეული,ათეული და ერთეული გავანაწილოთ ორ ტოლ ნაწილად,როგორ
ჩავწერთ მათემატიკურად?წერს დაფაზე,შემდეგ დავუსვამ
შეკითხვას თითო გროვაში რამდენი ასეული,ათეული
და ერთეული გვაქვს? დაითვალოს მანიპულატივები
თითოეულ გროვაში. რა მიიღო?მეორე მოსწავლე დაფაზე ჩაწერს 246 გაშლილი ფორმით და მოახდენს
ყველა ტანრიგის ორად განაწილებას,შემდეგ მიღებულ შედეგებს შეკრებს,შეადარებს მანიპულატივების
განაწილებით მიღებულ შედეგს.ვთხოვ მოსწავლეებს განაწილდნენ სამ ტოლ ჯგუფად
რამდენი მოსწავლეა კლასში? რამდენი ჯგუფი გვყავს და თითოეულ ჯგუფში რამდენი მოსწავლეა?როგორ
ჩაიწერება მათემატიკურად? – 4წთ
სსსმ.აქტივობა
2:რიცხვ 246-ში ასახელებს ასეულს,ათეულს,
ერთეულს.ვთხოვ მოსწავლეს 6 ჩხირი დაურიგოს სამ მოსწავლეს რამდენი მოუწევს
თითოეულს?
სსსმ.აქტივობის
შედეგი:მოსწავლემ შეძლოს ათეულის, ასეულის, ერთეულის დასახელება მოცემულ რიცხვში,ჩხირების
ტოლად განაწილება
აქტ
3: მოსწავლეებს ვთხოვ ჯიპრაიდის კუბურების და ჩხირების გამოყენებით წარმოადგინოს
268 -ის 2-ზე გაყოფის დემონსტრირება.
6წთ.
სსსმ აქტ.3:მოსწავლეს ვთხოვ ჯიპრაიდის 10 კუბურა
გაუნაწილოს 5 ბავშს.რამდენი მოუწევს?მასწავლებლის
დახმარებით ჩაწეროს გამოსახულება.
სსსმ.აქტივობის შედეგი:კუბურების გამოყენებით
მოსწავლემ შეძლოს გაყოფის დემონსტრირება.
აქტ
4:მოსწავლეები
ჯგუფებში კომპიუტერში.იყენებენ
სასწავლო რესურს”ვსწავლობთ თამაშით.”
შექმნიან ილუსტრაციას რომელშიც წარმოდგენილი იქნება 25 ჩიტი,რომელსაც განათავსებენ 5 ხეზე
. - 6წთ.
სსმ
აქტ.4:მოსწავლე თანაკლასელის დახმარებით სასწავლო რესურს „ვსწავლობთ თამაშით“6 ჩიტს
დასვამს მითითებულ ადგილას.
სსსმ.აქტ.შედეგი:მოსწავლე სასწავლო რესურს „ვსწავლობ
თამაშის“ გამოყენებით შეძლებს 6 ჩიტი განათავსოს
3 ხეზე.
სსსმ მოსწავლის აქტივობის შედეგი:მოსწავლემ შეძლოს გაყოფის მოქმედების დემონსტრირება.
აქტივობის შედეგი -მოსწავლეებმა შეძლეს გაყოფის მოქმედების
დემონსტრირება,გაყოფის კომპონენტების
გააზრება.
C ფაზა - შეჯამება,
რეფლექსია - 13წთ;
აქტ 5: ჯგუფებს
დავურიგებ თაბახის ფურცლებს, რომელზეც იქნება დახაზული ცხრილი გასაყოფი, გამყოფი,
განაყოფი რომელშიც ერთერთი კომპონენტი უცნობი იქნება. მოსწავლეებს
მოეთხოვებათ
შეავსონ
ცხრილი და გააკეთოს პრეზენტაცია - 10წთ.
სსსმ აქტ.6:მოსწავლეს მოეთხოვება დახატოს 6 ბურთულა
და სამი ფერის ცარცი თ გააფერადოს თანაბრად.ჩაწეროს გაყოფის და გამრავლების გამოსახულებები
მასწავლებლის დახმარებით.
სსსმ აქტ.შედეგი:მოსწავლემ შეძლოს 6-ის 3-ზე
გაყოფის გააზრება,დემონსტრირება.შეძლებს მასწავლებლის დახმარებით გამრავლება გაყოფის
ურთიერთშებრუნებულობის გააზრებას.
აქტივობის შედეგი: - მოსწავლეებმა შეძლეს მოქმედება
გაყოფის და გაყოფის კომპონენტების გააზრება.
გაკვეთილის შეფასება
:
თვითშფასება:
მოეწონათ თუ არა თემა? რა მოეწონათ ყველაზე მეტად? რა ვერ გაიგეს? საინტერესო იყო
თუ არა მოწოდებული ინფორმაცია?სად გამოიყენებენ ცხოვრებაში მოქმედება გაყოფას?რომელი
აქტივობა იყო მათთვის საინტერესო? - 2წთ
საშინაო დავალება
:ვურიგებ ბარათებს სადაც მოცემული აქვთ საყოფაცხოვრებო ამოცანა.მოსწავლეებს ევალებათ
შეარჩიონ ხერხი და შეასრულონ გაყოფა.
სახელმძღვანელო გვერდი 55 N 1 - 1წთ
სსმ
მოსწავლის დავალება:დახატოს 10 ვაშლი და 5 ფერად თანაბრად გააფერადოს.ჩაწეროს რიცხვითი
გამოსახულება.
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი შედეგი: გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ
ნებისმიერი
რიცხვის ერთნიშნა რიცხვზე გაყოფას და მოქმედება გაყოფის
მათემატიკურად
ჩაწერას
გაყოფის და გამრავლების, როგორც მოქმედებების ურთიერთშებრუნებულობის,გაყოფის
კომპონენტების გააზრებას.
|
გაკვეთილის
მსვლელობისას მოსწავლეებს ვაფასებ განმავითარებელი კომენტარებით, ვაძლევ რეკომენდაციებს,
ვაკვირდები თითოეული მოსწავლის მუშაობას.
|
გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს მ ი ზ ა ნ ი
მოსწავლეებმა
შეძლონ ერთნიშნა რიცხვზე წერითი გაყოფა,ხოლო ორნიშნა რიცხვის ერთნიშნაზე ზეპირი გაყოფა.დააკავშიროს
გამრავლება-გაყოფა ერთმანეთთან როგორც ურთიერთშებრუნებული მოქმედება.
სსსმ.მოსწავლის
გაკვეთილის მიზანი.
მოსწავლემ
შეძლოს მანიპულატივების დახმარებით 6-ის
3-ზე,10-ის 2-ზე გაყოფა.შეძლოს მასწავლებლის დახმარებით გაყოფის და გამრავლების ერთმანეთთან
დაკავშირება,როგორც ურთიერთშებრუნებული მოქმედებები.
ქცევის
წესები
●
ვილაპარაკოთ ხელის აწევით
●
მოვუსმინოთ ერთმანეთს და მასწავლებელს
●
პატივი ვცეთ სხვის აზრს
●
დავიცვათ დროის ლიმიტი
Комментарии
Отправить комментарий