გამრავლება ცხრილის გარეშე
გამრავლება...გამრავლების ცხრილის გარეშე
ყოველთვის არის თუ არა შესაძლებელი გამრავლება გამრავლების ცხრილის გარეშე?
თირმე ასეთნაირად შესაძლებელია რიცხვების არა მარტო გამრავლება არამედ,გაყოფაც.
ჩვენ ვსწავლობთ მათემატიკის სახელმძღვანელოში ,რომ თუ რიცხვის ჩანაწერი ბოლოვდება 5-ითა და 0-ით ეს რიცხვი იყოფა ხუთზე და თუ რიცხვის ჩანაწერი ბოლოვდება ნებისმიერი სხვა ციფრით,მაშინ ეს რიცხვი არ იყოფა ხუთზე.ეს 5-ზე გაყოფადობის ნიშანია.მოცემული წესის მეშვეობით ჩვენ შევძლებთ 5-ზე გავყოთ ნებისმიერი რიცხვი გამრავლების ცხრილის გამოუყენებლად.ეს წესი ასე გამოითქმის:თუ რიცხვი ბოლოვდება ციფრი 0,მაშინ უნდა ჩამოვაცილოთ 0 და მიღებული რიცხვი გავაორკეცოთ,თუ რიცხვი ბოლოვდება ციფრით 5,მაშინ უნდა ჩამოვაცილოთ ბოლო 5-იანი,მიღებული რიცხვი გავაორკეცოთ და ერთით გავადიდოთ,თუ რიცხვი სხვა ციფრით ბოლოვდება,მაშინ რიცხვი 5-ზე უნაშთოდ არ იყოფა,ამ შემთხვევაშიც მარტივად გამოითვლება განაყოფი და ნაშთი. მაგ:2340:5=468 ჩამოვაცილეთ ნული მიღებული 234 გავაორკეცეთ მივიღეთ 468, მაგ,5425:5=1085. 5425 ჩამოვაცილეთ ხუთი,დარჩენილი გავაორმაგეთ და დავუმატეთ ერთი 542 გავაორმაგეთ ტოლია 1084 მივუმატოთ ერთი მივიღეთ 1085, მაგ.3213:5=642(ნაშთი 3) რიცხვს ჩამოვაცილოთ ბოლო ციფრი,მიღებული გავაორმაგოთ და მივიღებთ საძიებო რიცხვს,ჩამოცილებული რიცხვი ნაშთია.
მაგ:4364:5=872(ნაშთი 2)
Комментарии
Отправить комментарий