შემეცნებითი კონკურსი I ტური
I ტური
- ვის დაალევინეს ძალით ღვინო „ჩხიკვთა ქორწილში“?
- რას ნიშნავს მიწამ ჩაყლაპა?
- რა ხილით მოიწამლა ფიფქია?
- რით მთავრდება დღე და ღამე?
- რა ჰქვია ზღვის ყაჩაღს?
- რისგან შექმნა ღმერთმა ევა?
- ანდაზის მიხედვით რამდენჯერ უნდა გაზომო რომ ერთხელ გაჭრა?
- რომელია შენთან ახლოს „გაღმა“ თუ „გამოღმა“?
- რამდენი სანტიმეტრია ნახევარ მეტრში?
- რა ჰქვია ანბანის უკანასკნელ ასოს?
- ანდაზის მიხედვით რა მოდის ჭამაში?
- რა ჰქვია სხვაგვარად ორთქლსა და ყინულს?
- გოგი მოვიდა 5 სთ და 55 წთ-ზე,ლევანი-ექვსს რომ თხუთმეტი წუთი აკლდა,ერეკლე---6:05-ზე,რომელი მოსულა პირველად?
- რას ნიშნავს „შუბლი გახსნა“?
- რომელ არსებას სძინავს თავდაყირა ფეხებით ჩამოკიდებულს მთელი ზამთრის განმავლობაში?
- რომელია პირველი თანხმოვანი ანბანში?
- რამდენი დღეა წელიწადში?
- თუ ქვეყანას დაიპყრობ დამპყობელი ხარ თუ დაპყრობილი?
- რამდენი ასოა ქართულ ანბანში?
- რა რჩება შეშის დაწვის შემდეგ?
- „თეთრი ხნული შავი თესლი,თესლი მთესველს ეუბნება“ რა არის?
- როგორი ბუჩქის ქვეშ იმალება კურდღელი წვიმიან ამინდში?
- რამდენი ბოლო აქვს ორნახევარ ჯოხს?
- ორ დედას 5-5 შვილი ყავს რა არის?
- დაასრულე ანდაზა:ააფრინე ალალიო,რაც არ--------------------------
- რა შეიძლება ვნახოთ დახუჭული თვალებით?
- როგორი საათი უჩვენებს ზუსტ დროს დღე-ღამეში ორჯერ?
- მაღლა მთაზე ტყეა ერთი,ჯერ შავია მერე თეთრი. რა არის?
- რა ჰქვია საშობაო სიმღერას?
- რა ჰქვია ჩანთოსან დათვს?
Комментарии
Отправить комментарий