ყველაზე ჭკვიანი და მოხერხებული








კლასი იყოფა ჯგუფებად,ჯგუფები ეჯიბრებიან მოხერხებულობაში და მოსაზრებულობაში.
·        გუნდები პასუხობენ შეკითხვებს: (25 შეკითხვა) (შეკითხვები სლაიდებზეა მოცემული)  (15 წთ) 1ქ.
·        კითხვები ლიდერებს:(10-10 შეკითხვა)                (10 წთ) 1ქ.
·        კითხვები ა)გამოიცან კინოფილმის ან მულტფილმის სახელწოდებები.    (5 წთ)     1ქ.
·        ბ)სად მდებარეობს ეს შენობა დაასახელეთ ქალაქი და შენობის სახელი.               (5 წთ)       1ქ.
·        ჯგუფებს ურიგდებათ ფურცლები, სადაც არეული სიტყვებით წერია ცნობილი ანდაზა ან აფორიზმი ბავშვებმა უნდა დაჭრან და დააწებონ ფურცელზე სწორი სახით.     (10 წთ)      4ქ.
·        თითო მოთამაშე 2 წთ-ის განმავლობაში ცდილობს ბოთლში რაც შეიძლება მეტი ლობიოს და სიმინდის მარცვალი აყაროს.   1ქ.
·        ორი მოსწავლე ცდილობს გაბეროს რაც შეიძლება მეტი ფერადი ბუშტი და გააკეთოს გირლიანდი.        (2წთ)          1ქ.
·        ორი მოსწავლე ზურგით იჭერს გაბერილ ბუშტს და მიაქვს მითითებულ ადგილას.წაგებულია ის ვისაც გაუვარდება ან გაუსკდება ბუშტი.             (2წთ)               1ქ.
·        თვალებახვეული ორი მოსწავლე პირისპირ დგას,ცდილობენ გაფცქვნან მანდარინი და ერთმანეთს აჭამონ.ნაფცქვენები მოათავსონ თეფშზე.რომელი წყვილიც მეტ მანდარინს შეჭამს და ზუსტად მოათავსებს ნაფცქვენებს თეფშზე ის გაიმარჯვებს.(5მან) 1ქ.
·        გუნდებს ურიგდებათ ფერადი ქაღალდი,წებო, მაკრატელი. მოსწავლეები ჭრიან გეომეტრიულ ფიგურებს და ამ გეომეტრიული ფიგურებით ქმნიან რაიმე კომპოზიციას აპლიკაციით.  (10წთ) 2ქ.


                         კითხვები გუნდებს.                                    (სლაიდები)
1.რომელი მწერლის გვარია რაზიკაშვილი?
ა)ალექსანდრე ყაზბეგი.       ბ)ვაჟა ფშაველასი,   გ)რაფიელ ერისთავი
2.სად მდებარეობს ჰაიდ-პარკი?
ა)ვაშინგტონში     ბ)ლონდონში         გ)პარიზში
3.მერამდენე დავითად იწოდებოდა აღმაშენებელი?
ა)  III       ბ)  IV       გ)   V         დ)  VI
4.არგონავტების თქმულების მიხედვით  რა ერქვა მედეას მამას?
ა)იაზონი          ბ)ფარსმანი              გ)აიეტი
5.რა ეწოდება მუსიკალური ჟღერადობის ხანმოკლე შეჩერებას?
ა)შესვენება         ბ)პაუზა                  გ)ანტრაქტი
6.რა ეწოდება ჩოგბურთის პარტიას?
ა)რაუნდი             ბ)ტაიმი                   გ)სეტი
7.რომელი ქვეყნის დედაქალაქია დელი?
ა)ინდოეთის         ბ)ირანის               გ)ინდონეზიის
8.რისი გამოსახულება ითვლება საექიმო პროფესიის ემბლემად?
ა)მტრედის          ბ)ადამიანის            გ)გველის
9.რა ჰქვია ძვირფასი ქვების წონის ერთეულს?
ა)კულონი                 ბ)კარატი                    გ)გრამი           დ)მილიგრამი
10.რუკების კრებული
ა)გლობუსი                  ბ)აბრეშუმი          გ)ატლასი  


                                 კითხვები    2                   (სლაიდები)
1.რას თლიან ეჩოთი?
ა)ფანქარს               ბ)კარტოფილს              გ)ხეს           დ)ქვას
2.რომელი სახეობის სპორტსმენებს აწერიათ ნომრები ქუდებზე?
ა)მოფარიკავეებს  ბ)ჩოგბურთელებს         გ)წყალბურთელებს
3.რომელი ხის ფოთლებით იკვებება აბრეშუმის ჭია?
ა)დაფნის          ბ)ლეღვის               გ)თუთის
4.სახლის სახეობა, ლირიკულიპოეზიის და მუსიკის ჟანრსაც ქვია
ა)ქოხი                ბ)ოდა                     გ)სონეტი
5.რომელი დედოფლის სახელი ჰქვია მსოფლიოში ცნობილ ბაღებს?
ა)კლეოპატრას          ბ)ნეფერტიტის         გ)სემირამიდას
6.რა ეწოდება სამუშაოს შესრულებისას წინასწარ გადახდილ თანხას?
ა)თამასუქი                ბ)ბეგარა                     გ)ჯარიმა          დ)ავანსი
7.რომელი ქალაქი დაფარა ვულკან ვეზუვიდან ამოფრქვეულმა ლავამ?
ა)ბაბილონი               ბ)პომპეი                  გ)ტროა
8.რა თანამდებობა ეკავა ავთანდილს როსტევანის კარზე?
ა)სპასალარის     ბ)სპასპეტის       გ)ვაზირის
9)რა აცვიათ კოსმონავტებს?
ა)ქურქები           ბ)მაისურები                გ)სკაფანდრები
10.რა ეწოდება გზის გადასაკეტ მოწყობილობას რკინიგზის გადასასვლელთან?
ა)შლანგბაუმი            ბ)ბარიერი               გ)ტრამპლინი

                     ვიქტორინა                                   (სლაიდები)
1.რა ეწოდება მდინარის დატოტვილ შესართავს?
ა)ყურე           ბ)უბე           გ)დელტა     დ)ლაგუნა
2.იგივეა რაც კომპლიმენტი
ა)ქათინაური     ბ)ქება                  გ)დიდება
3.რა ჰქვია სიტყვათა წარმოთქმის ინდივიდუალურ მანერას?
ა)დიქცია            ბ)ჩვევა               გ)ტემბრი   
4.რომელი პროფესიის ადამიანები დებენ ჰიპოკრატეს ფიცს?
ა)იურისტები      ბ)მწერლები         გ)ექიმები   დ)არქეოლოგები
5.რა ეწოდება გარკვეულ პერიოდში მომხდარი მოვლენების მეხსიერებიდან ამოვარდნას?
ა)ამნეზია    ბ)ფობია       გ)ილუზია     დ)ანემია
6.რა ეწოდება საგანგებოდ მოწყობილ ტრასაზე საჭიანი ციგით მთიდან სწრაფ დაშვებას?
ა)ციგურაობა      ბ)ფიგურული სრიალი   გ)ბობსლეი   დ)ტრამპლინიდან ხტომა.
7.რა იყო მოქეიფე ყარაჩოღელების საყვარელი მუსიკალური საკრავი?
ა)ორღანი     ბ)კლავისინი      გ)აკორდეონი
8.რას  ნიშნავს  „იდეა ფიქსი“
ა)გენიალურ აზრს      ბ)აკვიატებულ აზრს   გ)უაზრობა
9.ამ ორგანიზაციებიდან რომელი იცავს ბავშვის უფლებებს?
ა)ნატო      ბ)გაერო     გ)იუნესკო           დ)იუნისეფი
10.რომელი სატრანსპორტო საშუალებების წამყვანს ეძახიან მემანქანეს?
ა)თვითმფრინავის    ბ)გემის     გ)ავტობუსის     დ)ელმავალის  
11.რას ნიშნავს ქართულად ლათინური სიტყვა  „ვეტო“?
ა)მოვუწოდებ      ბ)ნებას ვრთავ      გ)ვკრძალავ       დ)მოვითხოვ
12.რა სახის შეჯიბრებაა რეგატა?
ა)საავტომობილო       ბ)  საავიაციო  გ)საიალქნო-სანიჩბოსნო
13.რა არის კომპოზიტორის ან დირიჟორის საპატიო სახელი?
ა) ბატონი      ბ)მაესტრო       გ)ბარონი       დ)გრაფი
14.რა ჰქვია აშშს თავდაცვის სამინისტროს შენობას ?
ა) პენტაგონი       ბ) თეთრი სახლი   გ )ბუკინგების სასახლე
15.რა სპეციალობის იყო ცნობილი ინგლისელი მწერალი ართურ-კონან დოილი?
ა) ეკონომისტი        ბ) ექიმი       გ) იურისტი       დ) ქიმიკოსი
16.რას უწოდებენ ნორჩ სპორტსმენს?
ა) იუნიორს      ბ) იუნგას          გ) იუნკერს
17.რა ეწოდება პირს,რომელიც არ ამჟღავნებს თავის ვინაობას?
ა) პერსონა გრატა    ბ) პერსონა ნონ გრატა    გ) ინკოგნიტო
18.რა ეწოდება მსახიობის ან მსახიობთა კოლექტივის გამოსვლას სხვადასხვა ქალაქში ან ქვეყანაში?
ა) მივლინება   ბ) გასტროლი   გ) პრემიერა    დ) ბენეფისი
19.რომელ ფრინველს არ შეუძლია ფრენა?
ა) თოლიას      ბ) ალბატროსს     გ) პინგვინს
20.ვინ იყო „სპარტაკი“
ა) მონა          ბ) კონსული         გ) ფეხბურთელი
21.ქართული მითოლოგიის მიხედვით რომელია ნადირობის მფარველი ღვთაების სახელი? ა) ლალი      ბ) დალი         გ) ლაზარე
დედაქალაქი,შენობა   (სლაიდები)ეიფელის კოშკი,პიზას კოშკი თავისუფლების ქანდაკება,ფილარმონიის შენობა,პირამიდები და ა.შ
კინოები,ანიმაციური ფილმები:იმერული ესკიზები,ღვინის ქურდები, შერეკილები, ცისკარა,სიზმარა,ტყის კვარტეტი,მძლეთამძლე,თოვლის გუნდა,საზამთრო.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

მონაცემთა ანალიზი

მათემატიკა მე-5 კლასი