შემაჯამებელი კითხვები და პასუხები
IV კლასი
შემაჯამებელი კითხვები
1.ჩამოაყალიბე შეკრების გადანაცვლებადობის კანონი
2.რაში მდგომარეობს ჯუფთებადობის კანონი?
3.ჩამოაყალიბეთ შეკრების და გამოკლების თვისებები.
4.როგოგრ ვიპოვოთ უცნობი შესაკრები.
5.როგოგრ ვიპოვოთ საკლები?მაკლები?
6.რას ეწოდება განტოლება.
7.როგორ ვიპოვოთ უცნობი თანამამრავლი?
8.როგორ ვიპოვოთ უცნობი გასაყოფი?გამყოფი?
9.როგორ ვიპოვოთ გავლილი მანძილი??სიჩქარე? დრო?
10.რას გვიჩვენებს წილადის მნიშვნელი?
11.რას გვიჩვენებს წილადის მრიცხველი?
12.როგორ შევადაროთ ტოლმნიშვნელიანი წილადები ერთმანეთს?
13.როგორ შევადაროთ ტოლმრიცხველიანი წილადები ერთმანეთს?
14.როგორ ვიპოვოთ მოცემული რიცხვის ნაწილი?
15.ზეპირი
გამრავლება,გაყოფა.
შემაჯამებელი კითხვების პასუხები
1.შესაკრებთა ადგილების შეცვლით ჯამი არ იცვლება.
a+b=b+a
2.ჯუფთებადობის
კანონი:ორი რიცხვის ჯამს მესამე რიცხვი რომ დავუმატოთ,იგივეა,პირველ რიცხვს დავუმატოთ
მეორე და მესამე რიცხვების ჯამი.
(a+b)+c=a+(b+c)
3.შეკრების
და გამოკლების თვისებები
I.რიცხვს
რომ ჯამი გამოვაკლოთ,საკმარისია ამ რიცხვს გამოვაკლოთ
ერთ-ერთი შესაკრები და მიღებულ შედეგს გამოვაკლოთ
მეორე შესაკრები.
a-(b+c)=(a-b)-c=a-b-c
a-(b-c)=(a-c)-b=a-c-b
II.ჯამს
რომ რიცხვი გამოვაკლოთ,საკმარისია,ერთ-ერთ შესაკრებს გამოვაკლოთ ეს რიცხვი და დავუმატოთ
მეორე შესაკრები.
(a+b)-c=(a-c)+b=a-c+b
III.რიცხვს
რომ ორი რიცხვის სხვაობა გამოვაკლოთ,საკმარისია ამ რიცხვს გამოვაკლოთ საკლები და დავუმატოთ
მაკლები.
a-(b-c)=(a-b)+c
4.უცნობი
შესაკრები რომ ვიპოვოთ,ჯამს უნდა გამოვაკლოთ ცნობილი შესაკრები.
5.უცნობი საკლები რომ ვიპოვოთ,სხვაობას დავამატოთ
მაკლები.
უცნობი მაკლები რომ ვიპოვოთ,საკლებს გამოვაკლოთ
სხვაობა.
6.ტოლობას,რომელიც უცნობს შეიცავს,განტოლება ეწოდება.
7.უცნობი თანამამრავლი რომ ვიპოვოთ,ნამრავლი გავყოთ
ცნობილ თანამამრავლზე.
8.უცნობი გასაყოფი რომ ვიპოვოთ,განაყოფი უნდა გავამრავლოთ
გამყოფზე. უცნობი გამყოფი რომ ვიპოვოთ,გასაყოფი გავყოთ განაყოფზე.
9.სიჩქარის გასაგებად გავლილი მანძილი უნდა გავყოთ
დროზე.გავლილი მანძილი რომ ვიპოვოთ,სიჩქარე უნდა გავამრავლოთ დროზე. დრო რომ ვიპოვოთ,გავლილი
მანძილი გავყოთ სიჩქარეზე.
10.მნიშვნელი გვიჩვენებს რამდენ ტოლ ნაწილადაა
დაყოფილი მთელი და იწერება წილადის ხაზის ქვევით.
11.მრიცხველი გვიჩვენებს მთელის რამდენი ტოლი ნაწილია
აღებული.
იწერება წილადის ხაზის ზევით.
12.ტოლმნიშვნელიანი წილადების შედარებისას მეტია
ის წილადი, რომლის მრიცხველიც მეტია.
13.ტოლმრიცხველიანი წილადებიდან მეტია ის წილადი,რომლის
მნიშვნელიც ნაკლებია.
14.მოცემული რიცხვის ნაწილი რომ ვიპოვოთ, ეს რიცხვი
გავყოთ მნიშვნელზე და მიღებული გავამრავლოთ მრიცხველზე.
Комментарии
Отправить комментарий