შემაჯამებელი კითხვა - პასუხები
V კლასი
შემაჯამებელი კითხვა - პასუხები
1.რას ეწოდება გამყოფი?
.ნატურალურ რიცხვს,რომელზეც იყოფა მოცემული რიცხვი,ამ
რიცხვის გამყოფი ეწოდება.
2.რას ეწოდება ჯერადი?
.იმ ნატურალურ რიცხვს,რომელიც იყოფა მოცემულ რიცხვზე,ამ
რიცხვის ჯერადი რიცხვი ეწოდება.
3.ჩამოაყალიბე 2-ზე,5-ზე,10-ზე გაყოფადობის ნიშნები.
2-ზე იყოფა ნატურალური რიცხვი,რომელიც ბოლოვდება
ლუწი ციფრებით. (0,2,4,6,8)
5-ზე იყოფა ყველა 0-ითა და 5-ით დაბოლოებული რიცხვი.
10-ზე იყოფა ყველა ნატურალური რიცხვი რომელიც
0-ით ბოლოვდება.
4.როგორ რიცხვს ეწოდება მარტივი? შედგენილი?
. ნატურალურ რიცხვს ეწოდება მარტივი,თუ მას მხოლოდ
ორი განსხვავებული გამყოფი აქვს,ერთი და თავისთავი.
ნატურალურ რიცხვს ეწოდება შედგენილი,თუ მას ორზე
მეტი გამყოფი აქვს.
5.რას გვიჩვენებს წილადის მნიშვნელი? მრიცხველი?
.წილადი რიცხვის მნიშვნელი გვიჩვენებს რამდენ ტოლ
ნაწილადაა დაყოფილი მთელი,იწერება წილადის ხაზის ქვევით.
წილადი რიცხვის მრიცხველი იწერება ხაზის ზევით
და გვიჩვენებს რამდენი ასეთი ტოლი ნაწილია აღებული.
6.რა არის წრეწირის რადიუსი? ქორდა?
.წრეწირის ნებისმიერი წერტილიდან ცენტრამდე მანძილს
წრეწირის რადიუსი ეწოდება.წრეწირის ორი წერტილის შემაერთებელ მონაკვეთს ქორდა ჰქვია.
ქორდა რომელიც წრეწირის ცენტრზე გაივლის დიამეტრი
ჰქვია.დიამეტრი ორი რადიუსის ტოლია.
7.როგორ შევადაროთ ერთმანეთს ტოლმნიშვნელიანი წილადები
? ტოლმრიცხველიანი წილადები?
.ტოლმნიშვნელიანი წილადებიდან მეტია ის წილადი
რომლის მრიცხველიც მეტია.
ტოლმრიცხველიანი წილადებიდან მეტია ის წილადი,
რომლის მნიშვნელიც ნაკლებია.
8.როგორ წილადს ეწოდება წესიერი? არაწესიერი?
.წესიერი ეწოდება წილადს,რომლის მრიცხველი ნაკლებია
მნიშვნელზე.
არაწესიერი ეწოდება წილადს,რომლის მრიცხველი ტოლი
ან მეტია მნიშვნელზე.
9.როგორ შევკრიბოთ (გამოვაკლოთ) ტოლმნიშვნელიანი
წილადები?
.ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრება (გამოკლებისას), უნდა შევკრიბოთ (გამოვაკლოთ) მათი მრიცხველები,მნიშვნელი გადაგვაქვს უცვლელად.
10.ჩამოაყალიბეთ წილადის ძირითადი თვისება.
წილადის ძირითადი თვისება:თუ წილადის მრიცხველს
და მნიშვნელს გავამრავლებთ ან გავყოფთ ერთსა და იმავე ნულისაგან განსხვავებულ ნატურალურ
რიცხვზე,მივიღებთ მოცემული წილადის ტოლ წილადს.
11.როგორ გადავაქციოთ შერეული რიცხვი არაწესიერ
წილადად?
შერეული რიცხვი რომ არაწესიერ წილადის სახით რომ
ჩავწეროთ,მისი მთელი ნაწილი გავამრავლოთ მნიშვნელზე,მიღებულს მივუმატოთ მრიცხველი და
მიღებული ჯამი ჩავწეროთ მრიცხველში,მნიშვნელი გადაგვაქვს უცვლელად.
12.არაწესიერი წილადი როგორ გადავიყვანოთ შერეულ
რიცხვად?
არაწესიერი წილადი რომ შერეულ რიცხვად ჩავწეროთ,უნდა
შევასრულოთ გაყოფა,მრიცხველი გავყოთ მნიშვნელზე,რამდენჯერაც მოთავსდება ჩაიწერება მთელი,ნაშთი
იწერება მრიცხველში,მნიშვნელი გადაგვაქვს უცვლელად.
Комментарии
Отправить комментарий