შემაჯამებელი კითხვები და პასუხები

  VII  კლასი




                                              შემაჯამებელი კითხვები

1.რას ეწოდება რაციონალურ რიცხვთა სიმრავლე?

2.როგორ შევადაროთ რაციონალური რიცხვები?

3.რას ეწოდება მოდული?

4. როგორ შევასრულოთ მოქმედებები რაციონალურ რიცხვებზე.

5.  2-ზე,3-ზე,5-ზე,6-ზე,9-ზე,10-ზე,15-ზე გაყოფადობის ნიშნები.

6.ჩამოაყალიბეთ გაყოფადობის თვისებები.

7.დაასახელეთ სამკუთხედები კუთხეების და გვერდების მიხედვით.

8. ჩამოაყალიბეთ სამკუთხედის ტოლობის ნიშნები.

9.ჩამოაყალიბე ხარისხის თვისებები.

 

  კითხვების პასუხები

1.დადებითი და უარყოფითი რიცხვები,როგორც მთელი,ისე,წილადი, 0-თან ერთად რაციონალურ რიცხვთა სიმრავლეა.აღინიშნება Q ასოთი.

2.ორი რაციონალური რიცხვიდან მეტია ის რიცხვი,რომლის შესაბამისი წერტილი საკოორდინატო ღერძზე უფრო მარჯვნივ მდებარეობს. ნებისმიერი დადებითი რიცხვი მეტია ნებისმიერ უარყოფით რიცხვზე.

3.საკოორდინატო ღერძის ათვლის სათავიდან რიცხვის გამომსახველ წერტილამდე მანძილს,ამ რიცხვის მოდული,ანუ აბსოლიტური მნიშვნელობა ეწოდება. დადებითი რიცხვის მოდული თვით ამ რიცხვის ტოლია,უარყოფითი რიცხვის მოდული მისი მოპირდაპირე რიცხვის ტოლია.ნულის მოდული ნულის ტოლია.

4. _უარყოფითი რიცხვები რომ შევკრიბოთ,საჭიროა მათი მოდულები შევკრიბოთ და მიღებული რიცხვის წინ დავწეროთ ნიშანი „-„ მინუსი.

 _სხვადასხვანიშნიანი რიცხვები რომ შევკრიბოთ,საჭიროა მათი მოდულებიდან მეტს გამოვაკლოთ ნაკლები და ნიშანი დავუწეროთ მეტი მოდულის მქონე რიცხვისა.

_ერთ რიცხვს რომ მეორე გამოვაკლოთ საკლებს უნდა მივუმატოთ მაკლების მოპირდაპირე რიცხვი.

_რაციონალური რიცხვის გამრავლებისას საჭიროა გადავამრავლოთ მათი მოდულები და მიღებულ ნამრავლს დავუწეროთ  „+“ თუ ეს რიცხვები ერთნაირნიშნიანია.  „ -„ უარყოფითი თუ ეს რიცხვები სხვადასხვანიშნიანია.

5. გაყოფადობის ნიშნებია: 2-ზე იყოფა ყველა ლუწი ციფრით დაბოლოებული რიცხვი. 3-ზე იყოფა რიცხვი რომლის ჩანაწერის ციფრთა ჯამიც იყოფა სამზე.5-ზე იყოფა ნულითა და ხუთით დაბოლოებული რიცხვები.თუ რიცხვი იყოფა ორზე და სამზე,ეს რიცხვი გაიყოფა ექვსზეც. 9-ზე იყოფა რიცხვი რომლის ჩანაწერის ციფრთა ჯამიც იყოფა 9-ზე. 10-ზე იყოფა ყველა ნულით დაბოლოებული რიცხვი.თუ რიცხვი იყოფა სამზე და ხუთზეც ეს რიცხვი გაიყოფა 15-ზე.

6.გაყოფადობის თვისებები: _ თუ a იყოფა b-სა და c-ს ნამრავლზე,მაშინ a გაიყოფა b-ზე და a გაიყოფა c-ზე.

_თუ a რიცხვი იყოფა  b და c რიცხვებზე და უსგ(b;c)=1  მაშინ a გაიყოფა bc-ზე.

_თუ a რიცხვი იყოფა c  რიცხვზე და     b-ც იყოფა  c-ზე,  მაშინ a+b და a-b გაიყოფა ც-ზე

7.სამკუთხედები გვერდების მიხედვით ვიცით  ტოლგვერდა, ტოლფერდა და სხვადასხვაგვერდა.კუთხეების მიხედვით მახვილკუთხა,მართკუთხა,ბლაგვკუთხა.

მახვილკუთხა სამკუთხედს ყველა კუთხე მახვილი აქვს.  სამკუთხედს,რომლის ერთი კუთხე მართია და დანარჩენი ორი მახვილი,მართკუთხა ჰქვია. სამკუთხედს,სადაც ერთი კუთხე ბლაგვია,დანარჩენი ორი მახვილი ბლაგვკუთხა სამკუთხედი ჰქვია.

8.სამკუთხედის ტოლობის ნიშნებია:  თუ ერთი სამკუთხედის ორი გვერდი და მათ შორის მდებარე კუთხე ტოლია მეორე სამკუთხედის ორი გვერდისა და მათ შორის მდებარე კუთხისა,მაშინ ეს სამკუთხედები ტოლია.

თუ ერთი სამკუთხედის ერთი გვერდი და მასთან მდებარე ორი კუთხე ტოლია მეორე სამკუთხედის ერთი გვერდისა და მასთან მდებარე ორი კუთხისა,მაშინ ეს სამკუთხედები ტოლია.

თუ ერთი სამკუთხედის სამივე გვერდი ტოლია მეორე სამკუთხედის სამივე გვერდისა,მაშინ ეს სამკუთხედები ტოლია.

9. ხარისხის თვისებები:ტოლფუძიანი ხარისხების გამრავლებისას ფუძე უცვლელია,ხოლო ხარისხის მაჩვენებლები იკრიბება.

ტოლფუძიანი ხარისხების გაყოფისას ფუძე უცვლელი რჩება,ხოლო გასაყოფის ხარისხის მაჩვენებელს აკლდება გამყოფის ხარისხის ნმაჩვენებელი.

ხარისხის ახარისხებისას ფუძე უცვლელი რჩება,ხოლო ხარისხის მაჩვენებლები მრავლდება.

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

მონაცემთა ანალიზი

მათემატიკა მე-5 კლასი