შემაჯამებელი წერა
V კლასი
1.იპოვეთ 96-ის და 40 -ის უ.ს.ჯ და უ.ს.გ. ასევე მათი ნამრავლი.
2.იპოვე უდიდესი რიცხვი,რომლის 12-ზე ნაშთიანი
გაყოფისას განაყოფია 15.
3.სახელოსნომ დაამზადა სამფეხა და ოთხფეხა სკამები.რამდენი
ოთხფეხა და რამდენი სამფეხა სკამი იყო,თუ სულ 600 ფეხი და 180 დასაჯდომი ნაწილი დამზადდა?
4.რა ციფრით დამთავრდება 1-დან 59-ის ჩათვლით ყველა
რიცხვის ნამრავლი,თუ 5-ის ჯერად რიცხვს წავშლით?
5.ერთ ყუთში 40 ბურთულაა,მეორეში- 30.პირველ ყუთში
ყოველდღიურად ამატებენ 2 ბურთულას,ხოლო მეორედან იღებენ ერთ ცალს.რამდენი დღის შემდეგ
იქნება პირველ ყუთში 3-ჯერ მეტი ბურთულა,ვიდრე-მეორეში?
VI კლასი
1.იანგარიშე:
(19,65:12+16,016:4)-(0,873:30+31:16)
2.სკოლაში ისწავლება
ინგლისური,გერმანული და ფრანგული ენები.თითოეული მოსწავლე სკოლაში მხოლოდ ერთ ენას
სწავლობს,ინგლისურს სწავლობს მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 2/3, გერმანულს კი -
4/15 ნაწილი.სულ რამდენი მოსწავლეა სკოლაში,თუ
ფრანგულს 92 მოსწავლე სწავლობს?
3.ერთ მუშას კედლის
აშენება შეუძლია 8 დღეში,მეორეს - 6 დღეში.რამდენ დღეში ააშენებენ ისინი კედელს ერთად?
4.მართკუთხედის გვერდები
ერთი და იმავე რიცხვჯერ გაზარდეს.რის ტოლია მიღებული მართკუთხედის სიგრძე,თუ მისი სიგანე
4,5 სმ-ია,ხოლო მართკუთხედის თავდაპირველი სიგრძე და სიგანე შესაბამისად 3 სმ და
1,5 სმ იყო?
5.ეკას და მაკას თანხები
ისე შეეფარდება ერთმანეთს,როგორც 3:5,ხოლო მაკას და მაშოსი,როგორც 4:5.როგორ შეეფარდება
ერთმანეთს ეკას და მაშოს თანხები?
VII კლასი
1.გამოთვალე:
((-0,5)2X (-0,4)4):((-0,5)5X(-0,5)3)
2.რა
ციფრით ბოლოვდება 735?
3.ამოხსენით განტოლება:
(17+2y)-(5y-13)=25
4.გამოთვალე:
(137)0-(0)137+(-1)135+117
5.ორი რიცხვის ჯამია 12.მათი კვადრატების ჯამი
კი 74. იპოვე ამ რიცხვების ნამრავლი.
6.გაამარტივე გამოსახულება:
15a-12b-(a-3b)-(9a+6b)
8a+5+(3a-9)-(7-9a)
7.გადაიხაზე
და შეავსე ცხრილი.
X |
X2+1 |
-2x+3 |
X2-2x+4 |
-2 |
|
|
|
-1 |
|
|
|
0 |
|
|
|
1 |
|
|
|
2 |
|
|
|
Комментарии
Отправить комментарий