შემაჯამებელი კითხვები და პასუხები

                                                                      VI კლასი




  შემაჯამებელი კითხვები                                                   

1.როგორ წილადს ეწოდება წესიერი წილადი?

2.როგორ წილადს ეწოდება არაწესიერი წილადი?

3.როგორ ვიპოვოთ ორი წილადის ნამრავლი?

4.როგორ გავამრავლოთ შერეული რიცხვები?

5.როგორ გავყოთ წილადები?

6.როგორ ვიპოვოთ მოცემული რიცხვის წილადი რიცხვი?

7.როგორ ვიპოვოთ რიცხვი როცა ვიცით მისი წილადი ნაწილის მნიშვნელობა?

8.რას ეწოდება პროპორცია?

9.ჩამოაყალიბე პროპორციის ძირითადი თვისება.

10.როგორ ვიპოვოთ საშუალო არითმეტიკული?



   შემაჯამებელი კითხვების პასუხები

1.წესიერია წილადი,რომლის მრიცხველი ნაკლებია მნიშვნელზე.

2.არაწესიერია წილადი,რომლის მრიცხველი ტოლი ან მეტია მნიშვნელზე.

3.ორი წილადის ნამრავლი არის წილადი,რომლის მრიცხველი მოცემული წილადების მრიცხველების ნამრავლის,ხოლო მნიშვნელი-მათი მნიშვნელების ნამრავლის ტოლია.

4.შერეული რიცხვების გამრავლებისას ჯერ გადავაქციოთ არაწესიერ წილადებად და მერე გადავამრავლოთ.

5.ერთი წილადი რიცხვი რომ მეორეზე გავყოთ,გასაყოფი წილადი უნდა გავამრავლოთ გამყოფი წილადის შებრუნებულ წილადზე.

6.მოცემული რიცხვის წილადი რიცხვი რომ ვიპოვოთ,ეს რიცხვი გავყოთ წილადის მნიშვნელზე და მიღებული გავამრავლოთ მრიცხველზე.

7.რომ ვიპოვოთრიცხვი,როცა ცნობილია მისი წილადი ნაწილის მნიშვნელობა,საჭიროა ეს მნიშვნელობა გავყოთ მოცემულ წილადზე.

8.ორი შეფარდების სწორ ტოლობას პროპორცია ეწოდება.

9.პროპორციის ძირითადი თვისებაა:პროპორციის კიდურა წევრების ნამრავლი ტოლია შუა წევრების ნამრავლის.

10.რამდენიმე რიცხვის საშუალო არითმეტიკული ეწოდება ამ რიცხვების ჯამის შეფარდებას მათსავე რაოდენობასთან.

                                            

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

მონაცემთა ანალიზი

მათემატიკა მე-5 კლასი